10:28 - 17 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-08 15:33:36, 713 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ აგვისტოს ომში დაღუპული ექიმების მემორიალი გვირგვინით შეამკო

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია, სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად გორის სამხედრო ჰოსპიტალს ესტუმრა.

ჰოსპიტალი აგვისტოს ომში გარდაცვლილი ექიმის, გიორგი აბრამიშვილის სახელობისაა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათ გვირგვინებით შეამკეს ექიმ გიორგი აბრამიშვილისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში დაღუპული სხვა ექიმების მემორიალი და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი მედეა ბეთაშვილი, ჰოსპიტალის ხელმძღვანელი რამაზ კუჭუხიძე და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები.

მინისტრის მოადგილემ სამხედრო ჰოსპიტალი დაათვალიერა და ექიმების მუშაობას გაეცნო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა დაგმო ირანში რეპრესიები და სიკვდილით დასჯა
ტრამპი ევროპას - ჩვენ მხოლოდ უნდა ვთქვათ: „იცით რა? ჩვენ აღარ ვვაჭრობთ თქვენთან
კონგრესმა მიიღო კანონპროექტი ჯოჯოხეთური სანქციები“ რუსეთის წინააღმდეგ „ და დოკუმენტი ხელმოსაწერად ტრამპს გაუგზავნა
უკრაინელების მოკლული გენერალ-მაიორი ანტონ გრუნისი, საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს ომობდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics