|
2020-03-26 16:02:34, 3212 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი“ დაზღვევის სამედიცინო მომსახურება სახლიდან გაუსვლელად
„თიბისი“ დაზღვევა - ყველაზე ინოვაციური და ციფრული დაზღვევა საქართველოს ბაზარზე, მომხარებელს დისტანციურ სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს. · ვიდეო/აუდიო კონსულტაცია ოჯახის ექიმთან: ოჯახის ექიმთან დისტანციური კონსულტაციისთვის უნდა ჩამოტვირთოთ REDMED - ის აპლიკაცია, რომელიც სამედიცინო სერვისების პირველი ციფრული პლატფორმაა საქართველოში. REDMED-ის დახმარებით შეგიძლიათ ექიმის მომსახურება სასურველი ფორმით მიიღო: გაიაროთ ვიდეო/აუდიო კონსულტაცია თიბისი დაზღვევის ოჯახის ექიმთან ან ექიმი სახლში გამოიძახოთ. თიბისი დაზღვევის ოჯახის ექიმის კონსულტაცია დაზღვეულებისთვის უფასოა, სხვა პროფილის ექიმის სახლში გამოძახების სერვისით სარგებლობის შემთვევაში კი ანაზღაურება მარტივად მოხდება. გადახდების დოკუმენტაცია Facebook Messanger -ში, ბი ბოტის დახმარებით უნდა გამოაგზავნოთ, ან on.tbcinsurance.ge-ზე ატვირთოთ. · ელექტრონული მიმართვა ამბულატორიულ მომსახურებებზე 12 პროვაიდერ კლინიკაში: ატვირთეთ ექიმის დანიშნულება და ფორმა #100 მეილზე - online@tbcinsurance.ge და თქვენი მიმართვა გადაიგზავნება ჩამოთვლილი კლინიკებიდან სასურველში: ავერსის კლინიკა, თოდუას ცენტრი, მეგალაბი, ციტო, მრჩეველი, გაგუას კლინიკა, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური სავადმყოფო, გიდმედი, ახალი მზერა, Family Clinic, თბილისის გულისა და სისხლძარღვთა კლინიკა, მაღალტექნოლოგიური კლინიკა მედცენტრი (ბათუმი). · ელექტრონული მიმართვა მედიკამენტებზე: ქრონიკული მოხმარებისა და ასევე ოჯახის ექიმის მიერ დანიშნულ მედიკამენტებზე თქვენთვის გამოიწერება ელექტრონული მიმართვა. ამისთვის საჭიროა ოჯახის ექიმთან ისტორია გქონდეთ გახსნილი. მოთხოვნისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე - (032) 2 42 11 11 · საგარანტიო წერილის მოთხოვნა: წერილის მოთხოვნისთვის მოგვწერეთ მეილზე - on.tbcinsurance.ge · ანაზღაურება: ანაზღაურების მიღება შეგიძლიათ ვებ-გვერდზე - on.tbcinsurance.ge. ასევე Facebook Messenger-ში, b bot-ის დახმარებით. 500 ლარამდე თანხა 1 სამუშაო დღეში, 500 ლარზე ზემოთ კი 3 სამუშაო დღეში აგინაზღაურდებათ. სტომატოლოგიური მომსახურების ანაზღაურება 3 სამუშაო დღეში მოხდება.
18 წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ალასკაში სენატის არჩევნები დემოკრატმა მოიგო
ფარულავა - პაპაშვილი, ჩვენს თანამოქალაქეებს პირდაპირ უცხადებს, რომ სამუშაო ძალას შემოიყვანენ ინდოეთიდან, შემოიყვანენ შუა აზიიდან - ანუ, ქართველებს შუა აზიელებით ჩაანაცვლებენ
გვარამია - თუ ვინმე ნაბიჯს დგამს კონსტიტუციური წყობილების დასამხობად და არის გასაუქმებელი, ეს არის ოცნება
კვლევა: თბილისში ყველაზე იაფ უბანშიც კი ბინის იპოთეკა ოჯახების 5%-ისთვის არის ხელმისაწვდომი
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
რესპუბლიკელების მთავარი მოწინააღმდეგე, კალიფორნიის გუბერნატორი უკრაინას ეწვია და დახმარება გამოაცხადა
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



