|
2020-03-24 13:52:49, 7629 ნახვა
ომი უკრაინაში
პაატა იმნაძე კორონავირუსზე - საკმაოდ გაფართოვდა შემოტანილი შემთხვევების გეოგრაფია, ფიქსირდება თურქეთიდან შემოტანილი შემთხვევები
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში შემოტანილი კორონავირუსული შემთხვევების გეოგრაფია საკმაოდ გაფართოვდა. მისი თქმით, ქვეყანაში ფიქსირდება თურქეთიდან შემოტანილი კორონავირუსული შემთხვევები. „ინფიცირებულთა მდგომარეობას რაც შეეხება, განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ არის ერთი ქალბატონი , რომელიც მარნეულიდანაა. კიდევ არის რამდენიმე საყურადღებო ავადმყოფი, დანარჩენების მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და ემზადება კიდევ რამდენიმე პაციენტი გაწერისათვის. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ არც ერთი დამატებული შემთხვევიდან არ არის ახალი კლასტერები. 4 ადამიანი არის მარნეულის ოჯახის წევრები იმ ქალბატონის, რომელიც არის ამჟამად ჰოსპიტალიზირებული თბილისში. მისი ოჯახის წევრები არიან ძალიან ახლო და მჭიდრო კონტაქტები. გამოკვლეული იქნა ასევე მარნეულში სხვა პაციენტები, რომლებიც იმ საავადმყოფოში იყვნენ სადაც ეს ქალბატონი იწვა მარნეულში, ჯეო ჰოსპიტალში. ასევე, გამოკვლეულია ჯეო ჰოსპიტალის პერსონალი. ტესტირების შედეგად ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია. უკვე ფიქსირდება ახალი ქვეყანა და ფიქსირდება თურქეთიდან შემოტანილი შემთხვევები, დაემატა შეერთებული შტატებიდან შემოტანილ კლასტერში შემთხვევები. ისევ და ისევ შემოსული და ერთიც ოჯახის წევრზე გადაცემა. შემოტანილი შემთხვევების გეოგრაფია საკმაოდ გაფართოვდა. ჯერჯერობით ყველა კონტროლის ქვეშაა“, - განაცხადა პაატა იმნაძე.
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)