|
2020-03-24 10:57:33, 7566 ნახვა
ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაია - კორონავირუსით ინფიცირებული 5 ახალი პაციენტი ამერიკის კლასტერიდანაა, რომლებიც თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 5 ახალი პაციენტი ამერიკის კლასტერიდანაა, რომლებიც თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ. მისი თქმით, 5-ვე მათგანმა სიმპტომების აღმოჩენისთანავე მიმართა ინფექციურ საავადმყოფოს. „რამდენიმე დღეა, რაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამიტომ, ქვეყანაში შემოსული ყველა პირი ან საკარანტინე სივრცეში რჩება ან შემოწმდება მისი ოჯახური მდგომარეობა და თვითიზოლაციაში ჰყავთ. ეს ჩვენი 5 პაციენტი ამერიკის კლასტერიდან არის, ჩამოსულები იყვნენ და თვითიზოლაციაში რჩებოდნენ. სხვადასხვა დროს იყვნენ ჩამოსულები. როგორც კი მათთან გამოვლინდა დაავადება ანუ ტემპერატურის და სხვადასხვა კლინიკური სიმპტომების სახით, მაშინვე მოგვაკითხეს ჩვენ და ეს მოხდა გუშინ, დღის განმავლობაში, სხვადასხვა პერიოდში. ნაწილის დადასტურება მოხდა დღის პირველ ნახევარში აღებული ტესტებიდან და ნაწილის დადასტურება მოხდა დღის მეორე ნახევარში აღებული ტესტებიდან. ამიტომ, 24 საათის განმავლობაში, ჩვენთან 16 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება და აქედან 5-თან მივიღეთ დადებითი პასუხი“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)