|
2020-03-23 00:42:21, 4333 ნახვა
ომი უკრაინაში
პრემიერი - ქვეყანაში დაიწყო შიდა გადაცემის ეტაპი, ეპიდემიოლოგების პროგონოზით, შიდა გადაცემა სარიტუალო ღონისძიების დროს მოხდა
ეს არის ის შემთხვევა, რომელზეც ვსაუბრობთ, რომ ქვეყანაში დაიწყებოდა შიდა გადაცემის ეტაპი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეპიდემიოლოგების პროგონოზით, შიდა გადაცემა სარიტუალო ღონისძიების დროს მოხდა. „ამ დროისთვის, დღეის მონაცემებით ინფიცირებული გვყავს 54 ადამიანი, კარანტინში იმყოფება 3 254 ადამიანი. 21 მარტს გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. დღეს გვქონდა რთული შემთხვევა, მარნეულში გყვავს ინფიცირებული ქალბატონი, რომლის ინიფიცირების წყაროს დადგენაც ვერ მოხერხდა, ეს არის ის შემთხვევა, რომელზეც ვსაუბრობთ, რომ ქვეყანაში დაიწყებოდა შიდა გადაცემის ეტაპი. ჩვენი ეპიდემიოლოგების პროგონოზით შიდა გადაცემა მოხდა სარიტუალო ღონისძიების დროს, რომელსაც ესწრებოდა რამდენიმე ათეული ადამიანი. ის, რომ ჩვენმა ეპოდემიოლოგებმა დაადგინეს 490 საკონტაქტო პირი, ჯერ ეს არაფერს ნიშნავს. სიტუაცია არის რთული და ეს გახლავთ ის ძირითადი გამოწვევა და ძირითადი პრობლემა, რომელსაც ჩვენ ვეძახდით გავრცელების ახალ ეტაპზე, შიდა ეტაპზე გადასვლას, რომლისთვისაც მაქსიმალურად ვართ მომზადებული. ყველა ამ მომზადების მიუხედავად სიტუაცია რთულია. საქართველოს მთავრობას მოუწია გადაწყვეტილების მირება, რომ მარნეული და ბოლნისი გადავიდეს მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე“ ,- განაცხადა გიორგი გახარიამ.
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)