2020-03-22 15:40:22, 1393 ნახვა
საზოგადოება
მეუფე თედორე - ჩვენ ვითვალისწინებთ და ვემორჩილებით ყველა იმ რეკომენდაციას, რომელსაც მედიკოსები და მთავრობა გვთავაზობენ
კორონავირუსის ინფექციის გამო ახალციხის, წმ.მარინეს სახელობის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვა განსხვავებულ ვითარებაში ჩატარდა. - ამის შესახებ "რუსთავი2" იუწყება.
"ჩვენ ვითვალისწინებთ და ვემორჩილებით ყველა იმ რეკომენდაციას, რომელსაც მედიკოსები და მთავრობა გვთავაზობენ, სწორედ ამიტომ, დღევანდელი წირვას დაემატება გარკვეული ელემენტები, რათა დავიცვათ საკუთარი ჯანმრთელობა და ვიზრუნოთ სხვაზე" - ამ სიტყვებით მიმართა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ ტაძარში შეკრებილ მრევლს.
მეუფის მოწოდების შემდეგ, მრევლი გაიყო და ჯვრისთაყვანისცემის სადღესასწაულო წირვას ნაწილი ტაძარში, ნაწილი კი ეზოში ხმის გამაძლიერებლით ისმენდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,