2020-03-20 13:01:47, 1066 ნახვა
საზოგადოება
კომპანია “თბილსის მირკოავტობუსი” - მიმდინარეობს მოლაპარაკებები კომპანიაში დასაქმებული პირების ფინანსური მხარდაჭერის შესახებ
“თბილსის მირკოავტობუსი” სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს კომპანიაში დასაქმებულთა ფინანსურ მხარდაჭერის შესახებ.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ყველა თანამშრომელი მიიღებს ინფორმაციას მოლაპარაკების შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებაზე.
"კომპანიის ხელმძღვანელობასა და თბილისის მერიას შორის მიმდინარეობს მოლაპარაკების პროცესი, “თბილისის მიკროავტობუსში” დასაქმებული პირებისთვის მინიმალური ფინანსური მხარდაჭერის გზების გამონახვის საკითხებზე .
დედაქალაქის მერიის სრული მხარდაჭერით, რომელიც ცდილობს უმოკლეს დროში გამოინახოს გამოსავალი, რომ მოხდეს მიყენებული ფინანსური ზარალის ანაზღაურება თბილისის მიკროავტობუსის მხრიდან.
ყველა თანამშრომელი იქნება ინფორმირებული მოლაპარაკების შედეგად მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე", - ნათქვამია განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,