|
2020-03-20 12:40:22, 1164 ნახვა
საზოგადოება
ტიკარაძე - სარფის, ლარსის და წითელი ხიდის სახმელეთო ობიექტებზე საკარანტინე ადგილები განთავსდება
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძეს განცხადებით, სარფის, ლარსის და წითელი ხიდის სახმელეთო ობიექტებზე საკარანტინე ადგილები განთავსდება. მისივე თქმით, ყველა მოქალაქე, რომელიც დღეიდან საქართველოს საზღვარს გადმოკვეთავს და განთავსებული იქნება საკარანტინე ზონაში. „ჩვენ კიდევ ერთხელ გავიარეთ ყველა დეტალი, რომელიც ამ ვითარებაში არის მნიშვნელოვანი. გარდა ამისა, გამოიკვეთა რამდენიმე ახალი საჭიროება. მაგალითად, ძალიან გაიზარდა ნაკადები სახმელეთო ზონებიდან ჩვენი მოქალაქეების შემოსვლის. ეს არის სარფი, ლარსი და წითელი ხიდი. ჩვენ მივიღეთ დავალება პრემიერიდან, რომ სასწრაფოდ მობილიზებული იქნას ამ სამ ობიექტზე საკარანტინე ადგილები, ვინაიდან დღევანდელი გადაწყვეტილება არის ასევე, რომ ყველა მოქალაქე, რომელიც დღეიდან საქართველოს საზღვარს გადმოკვეთავს და განთავსებული იქნება აუცილებლად საკარანტინე ზონაში. ვინაიდან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დანარჩენი მოქალაქეების უსაფრთხოება და ასევე, მნიშვნელოვანია ყველა იმ მოქალაქეზე ზრუნვა, რომლებიც დღესდღეობით იმყოფება საქართველოს საზღვრებს გარეთ. გარდა ამისა, ჩვენი მოქალაქეების ძალინ დიდი ნაკადის მიმართვიანობიდან გამომდინარე ჩვენს საავადმყოფოებთან, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ ეტაპისთვის, თბილისში რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაიმართება პაციენტების საგანგებო მიღება და ეს იქნება „ემერჯენს“ ცენტრი. გთხოვთ ყველა მოქალაქეს, ვისაც გაგაჩნიათ საჭიროება, რომ მიმართოთ ექიმს, მიმართეთ რესპუბლიკურ საავადმყოფოს, სადაც მოხდება პაციენტების დატრიაჟება და შემდეგ მათი საჭიროებისამებრ გადამისამართება, იქნება ეს თვითიზოლაცია, საკარანტინე სივრცე, ინფექციური საავადმყოფო თუ ოჯახის ექიმი“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მილანში ახალგაზრდების პროტესტი არეულობაში, ძარცვასა და ცეცხლის წაკიდებაში გადაიზარდა
„No Kings“ შეერთებულ შტატებში ტრამპის წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა.
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ტრამპმა უკრაინაში ომის დასრულების მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი პროგრესი გამოაცხადა და მკაცრად გააკრიტიკა ზელენსკი
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)