19:57 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-18 14:49:25, 1297 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში მოხალისეებად ჩართვის მსურველებს დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს

„მე მინდა მოვუწოდო ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩაერთოს და გაწევრიანდეს, მიიღოს მონაწლეობა იმ ღონისძიებებში, რომელიც დედაქალაქის მერიას აქვს დაგეგმილი“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით ბრიფინგზე განაცხადა.

კალაძე მოუწოდებს მოხალისეობის მსურველებს მიმართონ დედაქალაქის მერიის ცხელ ხაზს.

„მინდა შევეხო ძალიან მნიშვნელოვან თემას, რომელიც არის მოხალისეების ჩართულობა. ყველამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ დღეს საქმე გვაქვს განსაკუთრებულ მდგომარეობასთან. ჩვენი სურვილი, რომ დავეხმაროთ რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებს საჭიროებს სწორად რეალიზებას. რაც არ უნდა კეთილი ზრახვა გვამოძრავებდეს, თუ არ გვექნება ზუსტი ცოდნა, თუ როგორ დავეხმაროთ რისკის ჯგუფში მყოფ ადამიანებს, მოხდება ისე რომ ადამიანებს არათუ პრობლემას მოვუხსნით, არამედ პრობლემას გავუღრმავებთ და საფრთხის წინაშე დავაყენებთ. არანაკლებ მნიშვნელოვანია თავად მოხალისების უსაფრთხოება. აქედან გამომდინარე, მე მინდა მოვუწოდო ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩაერთოს და გაწევრიანდეს, მიიღოს მონაწილეობა იმ ღონისძიებებში, რომელიც დედაქალაქის მერიას აქვს დაგეგმილი. მიმართეთ დედაქალაქის მერიის ცხელ ხაზზე, სადაც ჩვენ მოვინიშნავთ თქვენს ინფორმაციას, საცხოვრებელ ადგილს და საკონტაქტო ყველა კოორდინანტს მივიღებთ და რა თქმა უნდა, შემდეგ დაგიკავშირდებით“, - განაცხადა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics