09:42 - 17 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-06 15:26:06, 655 ნახვა

საზოგადოება
სოზარ სუბარი და სტივენ ჰეიკინი ხონში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, ხონში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს საცხოვრებელი ფართის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს, დევნილებთან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია.

უწყების ინფორმაციით, ხონში, ყოფილ სამხედრო დასახლებაში მცხოვრებ 200 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი, სიმბოლურ ფასად-1 ლარად, უკვე დაუკანონდა.  იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის პროექტის ფარგლებში, დაკანონების პროცესი გრძელდება. 2015 წლის სექტემბრამდე,  საცხოვრებელი ფართი ხონის სამხედრო დასახლებაში მცხოვრებ ყველა დევნილ ოჯახს დაუკანონდება. 

დაკანონების პროცესის პარალელურად, 2015 წლის თებერვალში ენერგეტიკის სამინისტრომ ხონის სამხედრო დასახლების სრული გაზიფიცირება მოახდინა.

მასთან, სამინისტროს ცნობით, დღესვე, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორმა,  სტივენ ჰეიკინმა კონფლიქტების შედეგად დაზარალებული ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, დევნილ ოჯახებს გაზის გამათბობლები გადასცა.

USAID-ის დაფინანსებით გაზის გამათბობლები 450  ოჯახში დამონტაჟდება, გარდა ამისა, დასახლებაში მოეწყობა ახალი სათამაშო მოედანი ბავშვებისათვის დასპორტული მოედანი.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა დაგმო ირანში რეპრესიები და სიკვდილით დასჯა
ტრამპი ევროპას - ჩვენ მხოლოდ უნდა ვთქვათ: „იცით რა? ჩვენ აღარ ვვაჭრობთ თქვენთან
კონგრესმა მიიღო კანონპროექტი ჯოჯოხეთური სანქციები“ რუსეთის წინააღმდეგ „ და დოკუმენტი ხელმოსაწერად ტრამპს გაუგზავნა
უკრაინელების მოკლული გენერალ-მაიორი ანტონ გრუნისი, საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს ომობდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics