2020-03-17 17:10:39, 1400 ნახვა
საზოგადოება
კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის" კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებები დროებით გაჩერდა
კომპანია "თბილისის მიკროავტობუსის" განცხადებას ავრცელებს.
მათი ინდორმაციით „თბილისის მიკროავტობუსის" კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებები დროებით გაჩერდა.
„ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც გამოწვეულია კორონავირუსის COVID19 ის გავრცელების რისკით, საქართველოს პრემიერ მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება ეტაპობრივად დაიწყოს ქვეყანამ გავრცელების საშიშროებასთან ბრძოლა.
ამ დროისთვის გადაწყდა კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის" კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების დროებით გაჩერება. მიმდინარეობს მოლაპარაკება კომპანიის მენეჯმენტსა და დედაქალაქის ხელმძღვანელობას შორის, რომ კომპანიის თანამშრომლები და მძღოლები არასამუშაო პერიოდში არ დარჩნენ მინიმალური შემოსავლების გარშე. შეგახსენებთ რომ კომპანია "თბილისის მიკროავტობუსში" დასაქმებულია 4000-მდე პირი“, - განაცხადეს კომპანიაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,