09:06 - 19 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-16 22:54:21, 1331 ნახვა

საზოგადოება
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო მომსახურების გაწევის დისტანციურ რეჟიმზე გადადის

საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების გათვალისწინებით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების მაქსიმალურად შეზღუდვის მიზნით,  დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო მომსახურების გაწევის დისტანციურ რეჟიმზე გადადის.

სააგენტოს მოქალაქეთა მისაღებ ცენტრში განცხადებებისა და ოფიციალური კორესპონდენციისთვის სპეციალური ყუთი განთავსდება, რომელიც ყოველი სამუშაო დღის ბოლოს უსაფრთხოების  წესების დაცვით გაიხსნება და მასში მოთავსებული დოკუმენტაცია შესაბამის დეპარტამენტებში გადანაწილდება.  ასევე, მოქალაქეებს შეუძლიათ განცხადებები  სააგენტოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე - Infoidp@moh.gov.ge  გამოგზავნონ. მოვუწოდებთ თავად იძულებით გადაადგილებულ პირებს, რომ გადაუდებელი აუცილებლობის გარდა,  თავი შეიკავონ  სააგენტოს მისაღებ ცენტრსა და ტერიტორიულ სამმართველოებში ვიზიტებისგან.

ამასთან,    პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში,  გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეჩერდება მონიტორინგის პროცესი, რაც იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელი პირობების ადგილზე შესწავლას გულისხმობს. 

არსებული შეზღუდვების პირობებში, სააგენტო კვლავ აგრძელებს მუშაობას, რათა იძულებით გადაადგილებული პირებისთვის განკუთვნილი პროგრამები,  შესაძლებლობების ფარგლებში,  შეუფერხებლად განხორციელდეს.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს შენობის სადეზინფექციო სამუშაოები შესაბამისი წესების დაცვით ტარდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კინოპროდიუსერი და კინოთეატრების ქსელ კავეას ხელმძღვანელი ოთარ ბუბაშვილი გარდაიცვალა
მარინ ლეპენი დემოკრატიის საფრთხის შესახებ აფრთხილებს და მაკრონის მთავრობას აკრიტიკებს
ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები: მილანში 50 ადამიანი დააკავეს, შეტაკებები ტურინსა და ბოლონიაშიც
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics