|
2015-08-05 18:13:26, 630 ნახვა
საზოგადოება
სასოფლო-სამეურნეო მიწის არასასოფლო კატეგორიის მიწად ქცევა ახალ რეგულაციებს დაექვემდებარება
იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, 30 ივლისიდან სასოფლო-სამეურნეო მიწის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით შეცვლაზე ახალი რეგულაციები ამოქმედდა. უწყების ინფორმაციით, განაცხადების განხილვა, რომლებითაც მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლას ითხოვენ, იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ განხორციელდება. „მომზადდა ინსტრუქცია, რომელმაც ახლებურად დაარეგულირა მიწის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების წესები და პროცედურები; დაკონკრეტდა განაცხადის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვადები. ახალი რეგულაციების ამოქმედებამდე, 2013 წლის 6 სექტემბრიდან სასოფლო-სამეურნეო მიწის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების საზოგადოებრივ საჭიროებას აფასებდა და შესაბამის გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობა იღებდა. აღსანიშნავია, რომ 2013 წლის 6 სექტემბრამდე არ არსებობდა არანაირი რეგულაცია და გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ მოქალაქის განაცხადის საფუძველზე პრაქტიკულად ავტომატურად, ყოველგვარი შეფასების გარეშე, ხდებოდა; 2015 წლის 30 ივლისიდან კი სააგენტოში შექმნილი სპეციალური კომისია თითოეულ განცხადებას ინდივიდუალურად 10 დღის ვადაში იხილავს და შესაბამის დასკვნას ოქმის სახით აფორმებს. კომისიის ოქმის საფუძველზე მომდევნო 5 დღის ვადაში სააგენტოს თავმჯდომარე უზრუნველყოფს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას. ახალი რეგულაციების ამოქმედება ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც მცირემიწიანი ქვეყნის, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მაქსიმალურად მიზნობრივად და რაციონალურად გამოყენებას და ათვისებას. მიზნობრივი დანიშნულების შეცვლაზე გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული იქნება სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სტრატეგია და თავისუფალი მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნები უშუალოდ იმ ნაკვეთთან მიმართებაში, რომელზეც მოთხოვნილია ცვლილება. ინსტრუქციის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო მიწის მიზნობრივი დანიშნულების არასასოფლო-სამეურნეო მიზნობრივი ფუნქციით შეცვლა განხორციელდება მხოლოდ დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი სააგენტოში წარმოდგენილი დოკუმენტაციით დაადასტურებს აღნიშნული მიწის ნაკვეთის მიზნობრივი ფუნქციის შეცვლის სახელმწიფო ან საზოგადოებრივ საჭიროებას. აღსანიშნავია, რომ მიზნობრივი დანიშნულება შეეცვლება ნაკვეთის მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც კონკრეტული კერძო და საჯარო ინტერესების დასაკმაყოფილებლად იქნება მიზანშეწონილი”, - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.
კობახიძე - გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან
კობახიძე ამბობს, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის არც 1 და არც 50 თეთრი არ ენანება, თუმცა ფარმაცევტულ მაფიაზე მტკიცებულებების გარეშე საუბრობს
მაკა ბოჭორიშვილი: უკრაინასთან ურთიერთობები ორმხრივი უნდა იყოს
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)