18:25 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-16 11:27:16, 3836 ნახვა

ომი უკრაინაში
მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა კორონავირუსით ინფიცირებული, ლონდონში დაბადებული ახალშობილია

მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა კორონავირუსით ინფიცირებული ლონდონში დაბადებული ახალშობილია.

ორსული დედა საავადმყოფოში ბავშვის დაბადებამდე რამდენიმე დღით ადრე, საეჭვო სიმპტომების, პნევმონიის საფუძველზე კარანტინში გადაიყვანეს, თუმცა კორონავირუსით დაინფიცირება ბავშვის დაბადების შემდეგ დადასტურდა.

დაავადების მიზეზად ხველებით და ცემინებით ინფიცირებას ვარაუდობენ, რაც ბავშვის დაბადებიდან რამდენიმე წუთში მოხდა.

დედას და შვილს ლონდონის სხვადასხვა საავადმყოფოებში მკურნალობენ.

არსებული ინფორმაციით, ისინი საფრთხეში აღარ იმყოფებიან და სულ მალე გამოჯანმრთელდებიან.

გინეკოლოგები, ბავშის დედისგან განცალკევების საჭიროებას გამორიცხავენ და ადასტურებენ, რომ ინფიცირების მიუხედავად დედას შეუძლია ბავშის  ძუძუთი კვება განაგრძოს. 

ისინი თვლიან, რომ ორსულები და ახალშობილები რისკ ჯგუფს არ განეკუთვნებიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია - GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics