|
2020-03-12 15:38:04, 2423 ნახვა
პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ მთავრობას მოუწოდებს, დააწესოს საგადასახადო შეღავათები, გაატაროს მკაცრი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ მთავრობას მოუწოდებს, კორონავირუსის ნეგატიური ეფექტის შესამცირებლად, სასწრაფოდ დააწესოს საგადასახადო შეღავათები, გააუქმოს ის რეგულაციები, რომელიც ზღუდავს ბიზნესს, გაატაროს მკაცრი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, შეამციროს ქონების და საშემოსავლო გადასახადები, აქციზი, რაც ლარის კურსის დასტაბილურებასა და შესაბამისად, ფასების გაძვირების კონტროლში დაეხმარება ქვეყანას. „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს სასწრაფოდ და პარტია მზადაა მთავრობას, დაინტერესების შემთხვევაში, დეტალურად მიაწოდოს ინფორმაცია. „განვლილმა დღეებმა აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ჩვენი შეთავაზება და რამდენად სწორი იყო ჩვენი პროგნოზი, როდესაც ვსაუბრობდით, რომ აუცილებელია სასწრაფო ნაბიჯების გადადგმა ეკონონიმიკური ზიანის, პრევენციისს და შემცირებისთვის. ყველა ვხედავთ, რა ხდება ბოლო დღეებში საქართველოში, როდესაც თანმიმდევრულად უფასურდება ლარი, როდესაც უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა ჩვენი ტურისტული სექტორი, სასტუმროების აბსოლუტური უმეტესობის ჯავშნები პაქტიკულად 90 პროცენტით არის გაუქმებული, 20 პროცენტზე მეტით არის შემცირებული ავიაგადაზიდვები, უმძიმეს მდგომარეობაშია აღმოჩენილი კვების სექტორი, გადაზიდვების სამსახური. უკვე ჩანს ყველა ნიშანი იმისა, რომ კორონავირუსის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე იქნება მძიმე. ამიტომ პრევენციული ზომები გატარდეს ახლავე, სანამ ჯერ კიდევ შეიძლება პროცესის კონტროლი. ჩვენი ხედვა გახლავთ ის, რომ საუბარია კონკრეტულად სამი გადასახადის შემცირებაზე. ეს არის საშემოსავლო გადასახადის შემცირება წელს სამი პროცენტით და გაისად კიდევ ორი პროცენტით, ანუ ჯამში წელს და გაისად ხუთი პროცენტით შემცირდეს საშემოსავლო. საუბარია ქონების გადასახადის განახევრებაზე და ქონების გადასახადი არ არის ცენტრალიზებული გადასახადი, მაგრამ თუ მთავრობა პარლამენტში შემოვა ამ ინიციატივით, პარლამენტს შეუძლია, მიიღოს შესაბამისი დადგენილება და მოუწოდოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, განახევრდეს ქონების გადასახადი. ქონება რატომაა მნიშვნელოვანი? მაისში უწევთ გადახდა და იმ ფონზე, რომ ბიზნესს შემოსავალი მოაკლდა, ვერ იხდიან იმ ქონების გადასახადს, რაც არის. მესამე არის ნავთობ პროდუქტებზე აქციზის შემცირება, წელს მეოთხედით და გაისად მეოთხედით და ეს ნიშნავს იმას, რომ ბენზინის ფასი წამოვა ქვემოთ და ბენზინის გაიაფება ნიშნავს, რომ ძირითადი პროდუქტები გაიაფდება და გაიაფების გარდა, ლუფტი რჩება, რომ არ გაძვირდება. ამას პლუს რეგულაციების გაუქმება და კონკრეტულად ვამბობ ეროვნული ბანკის შარშანდელ რეგულაციაზე, რომლითაც დაკრედიტება შეზღუდეს. პლუს მკაცრი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, რომ მაქსიმალურად ვეცადოთ, ლარის კურსის სტაბილურობა მოვახდინოთ“ ,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)