|
2020-03-12 13:39:33, 13151 ნახვა
სპორტი
კორონავირუსის გამო, საქართველოში სპორტული ღონისძიებები დროებით შეწყდა
ახალი კორონავირუსის (COVID – 19) გავრცელების გამო, რომელიც გუშინ მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) ოფიციალურად გამოაცხადა პანდემიად, მსოფლიოს მასშტაბით არაერთი სპორტული ღონისძიების ჩატარება გადაიდო და გაუქმდა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს. სამინისტროს ცნობით, სპორტული ღონისძიებები დროებით შეწყდა საქართველოშიც. „განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით და კორონავირუსთან დაკავშირებით, პრემიერ მინისტრის ხელძღვანელობით შექმნილი მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს და ჯანდაცვის სამინისტრო რეკომენდაციით, სპორტული ღონისძიებები დროებით შეწყდა საქართველოშიც და სპორტულ ორგანიზაციებს რეკომენდაცია მიეცათ, რომ ჯერჯერობით არ ჩაატარონ - სპორტული შეჯიბრებები, მოსამზადებელი შეკრებები, სწავლებები და სემინარები, ყველაფერი რაც ხალხმრავალ ღონისძიებას უკავშირდება და ვირუსის გავრცელების საფრთხეს წარმოადგენს. ამ დროისთვის ოფიციალურად შეწყდა: საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი, ასევე ასაკობრივი პირველობები, საქართველოს რაგბის ეროვნული და ასაკობრივი ჩემპიონატი, ხელბურთელთა ჩემპიონატი, ასაკობრივი საკალათბურთო პირველობების გათამაშება და ა.შ. საქართველოს მთავრობის და რაგბის კავშირის ერთობლივი გადაწყვეტილებით, 14 მარტს, მიხეილ მესხის სტადიონზე დაგეგმილი რაგბი ევროპის ეგიდით გასამართი საქართველო - რუსეთის მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდება. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, 27-29 მარტს გასამართი ძიუდოს გრან პრი, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) გადაწყვეტილებით ოფიციალურად გაუქმდა. ამასთან, მარტის თვეში სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილი გახლდათ არაერთი საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღოთ ქართველ სპორტსმენებსაც, თუმცა შესაბამისი საერთაშორისო ფედერაციების გადაწყვეტილებით და მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით ეს ღონისძიებები გაუქმდა ან გადაიდო. შესაბამისად, ჩვენმა სპორტსმენებმა საწვრთნელი შეკრებები შეწყვიტეს და სახლებს დაუბრუნდნენ“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)