|
2020-03-12 12:56:07, 1822 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა: 100 წიაღისეულიდან აუქციონზე 60 ობიექტი მაღალი კონკურენციით გაიყიდა, რაც ნიშნავს, რომ ბიზნესი ენდობა ჩვენს კოორდინირებულ ქმედებებს კორონავირუსთან დაკავშირებით
„კამპანიის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" ფარგლებში აუქციონზე გამოტანილი 100 წიაღისეულის ობიექტიდან 60 წარმატებით გაიყიდა“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბრისას განაცხადა. ნათია თურნავას ინფორმაციით, აუქციონზე გამოტანილი ობიექტები საკმაოდ მაღალი კონკურენციის პირობებში გასხვისდა. „მიუხედავად კორონავირუსის გამო არსებული გლობალური გამოწვევისა, რომელიც გარკვეულ შეფერხებას იწვევს ბიზნესშიც და ჩვენშიც, გუშინ საკმაოდ წარმატებით დავასრულეთ კამპანია „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" ფარგლებში 100 წიაღისეულის აუქციონი. 100 ობიექტიდან 60 საკმაოდ მაღალი კონკურენციის გამოვლენით გავყიდეთ, გავასხვისეთ ბიზნესზე", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. ნათია თურნავას ინფორმაციით, ინვესტორები შემოვიდნენ 60 სხვადასხვა საბადოზე, აიღეს მინიმუმ 20 მლნ ლარის ინვესტიციის ვალდებულება, რომელიც ჩაიდება როგორც წიაღის მოპოვებაში, ისე მის გადამუშავებაში. ამასთან, მინისტრის განცხადებით, „ეს არის მინიმალური ვალდებულება, რეალური ინვესტიცია და ვალდებულება, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, უფრო მაღალი იქნება". აღსანიშნავია, რომ წიაღისეულის 60 ობიექტის პრივატიზების შედეგად საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 1800-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება, დასაქმედება ადგილობრივი მოსახლეობა. ამასთან, როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, აუქციონის შედეგები მნიშვნელოვანია დღეს, კორონავირუსთან ბრძოლის კონტექსტში. „ჩვენ გვაქვს მაინც ოპტიმისტური მოლოდინი, ბიზნესსაც აქვს გარკვეული რწმენა, რომ ეს არის დროებითი პრობლემა, რომელიც ადრე თუ გვიან გადალახული იქნება. ბიზნესი ენდობა ჩვენს კოორდინირებულ მოქმედებებს კორონავირუსთან ბრძოლის და პრევენციის თვალსაზრისით და სწორედ ამის ნიშანია ის მაღალი ინტერესი, რაც მათ გუშინ გამოავლინეს წიაღისეულის აუქციონის მიმართ", - აღნიშნა ნათია თურნავამ. 100 წიაღისეულის აუქციონი მომავალშიც გაგრძელდება - საპრივატიზაციო სია ახალი უკვე ობიექტებით შეივსება.
18 წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ალასკაში სენატის არჩევნები დემოკრატმა მოიგო
ფარულავა - პაპაშვილი, ჩვენს თანამოქალაქეებს პირდაპირ უცხადებს, რომ სამუშაო ძალას შემოიყვანენ ინდოეთიდან, შემოიყვანენ შუა აზიიდან - ანუ, ქართველებს შუა აზიელებით ჩაანაცვლებენ
გვარამია - თუ ვინმე ნაბიჯს დგამს კონსტიტუციური წყობილების დასამხობად და არის გასაუქმებელი, ეს არის ოცნება
კვლევა: თბილისში ყველაზე იაფ უბანშიც კი ბინის იპოთეკა ოჯახების 5%-ისთვის არის ხელმისაწვდომი
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
რესპუბლიკელების მთავარი მოწინააღმდეგე, კალიფორნიის გუბერნატორი უკრაინას ეწვია და დახმარება გამოაცხადა
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



