|
2020-03-06 12:19:51, 3326 ნახვა
ეკონომიკა
შავ ზღვაში უშიშროების, უსაფრთხოებისა და საზღვაო გარემოს დაცვის მიზნით საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყნების თანაბარი უფლებებით ისარგებლებს
ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტო (EMSA) ახალი კონფიგურაციის მომსახურების შემუშავებას იწყებს იმ ქვეყნებისთვის, რომლებმაც შავი და კასპიის ზღვის რეგიონების (BCSEA) და SAFEMED IV პროექტის მე-2 ფაზაზე გადასასვლელად თავისი მზადყოფნა დაადასტურეს. გადაწყვეტილება MAREΣ-ის (ხმელთაშუა ზღვის და მიმდებარე საზღვაო რაიონების გემების მონიტორინგის ავტომატური საიდენტიფიკაციო სისტემა) ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის მე-16 შეხვედრის შედეგად იქნა მიღებული, რომელიც გასული წლის დეკემბერში რომში გაიმართა. საქართველოს მხრიდან მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა და ამავე სააგენტოს ზღვაზე ძებნა-გადარჩენის და გემების მოძრაობის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა ავთანდილ გეგენავამ. „შავი და კასპიის ზღვის რეგიონების ავტომატური საიდენტიფიკაციო მონაცემების ურთიერთგაცვლის (BCSEA) და SAFEMED IV საპილოტე პროექტები ევროპული და საერთაშორისო დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით ხმელთაშუა ზღვასა და შავ ზღვაში საზღვაო გარემოს უშიშროების, უსაფრთხოებისა და დაცვის მიზნით ერთიანი და ეფექტური მოქმედების უზრუნველსაყოფად ხორციელდება", - აცხადებს თამარ იოსელიანი. მისივე თქმით, ამ პროექტებში მე-2 ფაზაზე გადასვლით საქართველო საერთაშორისო ვალდებულებების ევროპული სტანდარტებით შესრულებას შეძლებს, რაც პირდაპირ აისახება საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყნის რეპუტაციაზე. საპილოტე პროექტების პირველი ფაზა მიღებული ინფორმაციის შეკრებას და მათ გაცვლას ითვალისწინებდა SAFEMED / BCSEA არჩეულ წყვილ ქვეყნებს შორის. ეს ქვეყნებია: იორდანია, მაროკო, ტუნისი, საქართველო, უკრაინა და თურქეთი. პროექტის მე-2 ფაზა იტალიის სანაპირო დაცვის კოორდინაციით სისტემა MAREΣ -ის დახმარებით, თანაბარი უფლებებისა და პასუხისმგებლობის პრინციპების დაცვით ამ ქვეყნებსა და ხმელთაშუა ზღვის ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის AIS მონაცემთა გაცვლას გულისხმობს. ამ მნიშვნელოვანი შედეგის მისაღწევად ქართული მხარე რამდენიმე წელი მუშაობდა - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინიციატივით საზღვაო სამაშველო-სააკოორდინაციო ცენტრი საზღვაო რადიოკავშირის სანაპირო, სატელიტური და გემების მონიტორინგის უახლესი სისტემით აღიჭურვა და ჩვენი პასუხისმგებლობის 150-მილიან ზონაში საერთაშორისო ზღვაზე ძებნა-გადარჩენისა და ავარიულად დაღვრილი ნავთობის ლიკვიდაციის ოპერაციების მაღალი სტანდარტებით კოორდინაციის შესაძლებლობა შეიქმნა. გასულ წელს დასრულდა გემების ავტომატური საიდენტიფიკაციო სისტემის ეროვნული ქსელის (AIS) ჩამოყალიბება. დღეის მდგომარეობით, საქართველოს სანაპირო ზოლი სრულიად კონტროლდება თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით და ხმელთაშუა ზღვის რეგიონალურ AIS სერვერს (AIS Regional MAREΣ Server) ონლაინ რეჟიმში ვაწვდით მონაცემებს საქართველოს პასუხისმგებლობის არეალში გემების მოძრაობის შესახებ.
შვედეთის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ისინი რუსეთის სიღრმეში დარტყმებს განახორციელებენ
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
საფრანგეთში, მოსწავლეებმა სკოლების ბლოკირება დაიწყეს მასწავლებლების დეფიციტისა დანგრეული ინფრასტრუქტურის გამო
ბერა ივანიშვილი მამის კონტროლირებად სასამართლოში ჩივილით ემუქრება ყველას, ვინც ქოლცენტრების მფარველობას აბრალებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)