02:25 - 19 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-04 12:33:37, 1212 ნახვა

საზოგადოება
კალაძე: კუს ტბასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

„თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა კუს ტბასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაასრულა“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.  

როგორც მან აღნიშნა, პროექტის ფარგლებში, გზის სამკილომეტრიანი მონაკვეთი სრულად მოწესრიგდა.

„კუს ტბასთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები გასული წლის ნოემბერში დავიწყეთ. პროექტი უკვე დასრულებულია, რომლის ფარგლებშიც, გზა სრულად მოწესრიგდა, დამონტაჟდა განათების ბოძები და LED სანათები. ეს გზა, დაახლოებით, 3-კილომეტრიანია, რომლითაც ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს, განსაკუთრებით, გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში“, - განაცხადა კახა კალაძემ.  

მისივე თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 2.5 მლნ ლარი დაიხარჯა.

პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი ჯამში, 20 000 მ²-ზე მოეწყო. გზის არსებული მონაკვეთის რეაბილიტაცია კომპანია „ჯი არ ჯიმ“ განახორციელა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კინოპროდიუსერი და კინოთეატრების ქსელ კავეას ხელმძღვანელი ოთარ ბუბაშვილი გარდაიცვალა
მარინ ლეპენი დემოკრატიის საფრთხის შესახებ აფრთხილებს და მაკრონის მთავრობას აკრიტიკებს
ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები: მილანში 50 ადამიანი დააკავეს, შეტაკებები ტურინსა და ბოლონიაშიც
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics