|
2015-01-26 14:01:05, 967 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერმა შს მინისტრად ვახტანგ გომელაური წარადგინა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ვახტანგ გომელაური წარადგინა. ვახტანგ გომელაური მანამდე შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. მან 2001 წელს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია დაამთავრა. 1994 წელს სამთავრობო დაცვის სპეციალურ სამსახურში, სპეციალური ქვედანაყოფის საბრძოლო განყოფილების უფროსი იყო. 2002 წელს შსს–ს დაცვის პოლიციაში მუშაობდა, 2013 წლამდე ყოფილი პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსი იყო. 2013 წლიდან დღემდე შს მინისტრის მოადგილე იყო. შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას ალექსანდრე ჭიკაიძე იკავებდა, თუმცა მან, 23 იანვარს პრემიერ-მინისტრს გადადგომის მოთხოვნით მიმართა. როგორც ჭიკაიძემ განმარტა, გადადგომის მიზეზი ბოლო დროს მის მიმართ გაჟღერებული ბრალდებები იყო, თითქოს ის ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობაში მონაწილე პირებს ხელს აფარებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)