01:00 - 19 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-01 15:31:04, 1807 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს საზღვრებზე ქვეყანაში შემოსული მოქალაქეები 24 საათის განმავლობაში მოწმდებიან - ვიდეო

შინაგან საქმეთა სამინიტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრების მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით, სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსული მგზავრების შემოწმებას 24 საათის განმავლობაში ახდენენ. - ამის შესახებ უწყების განცხადებაშია ნათქვამი.

სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, მესაზღვრეს აქვს წინასწარი ინფორმაცია ქვეყანაში შემომსვლელი მგზავრის გადაადგილების შესახებ, გარდა ამისა,მოგზაურობის ისტორიიდან გამომდინარე ადგილზეც ხდება მოქალაქის გადამოწმება და პირველადი რისკის განსაზღვრა. რისკის მატარებელი მგზავრის შესახებ ინფორმაციის მიწოდება ხდება ადგილზე მყოფი ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის და საგანგებო სამსახურის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც დამატებით, შესაბამის რეაგირებას ახდენენ.

ასევე აღსანიშნავია, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში შემომსვლელი მგზავრი ბოლო ორი კვირის განმავლობაში არ იმყოფებოდა ოფიციალურად განსაზღვრულ რისკ ჯგუფის ქვეყანაში, მისი მონაცემების გადაცემა სხვა დანაყოფებისთვის არ ხდება.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კინოპროდიუსერი და კინოთეატრების ქსელ კავეას ხელმძღვანელი ოთარ ბუბაშვილი გარდაიცვალა
მარინ ლეპენი დემოკრატიის საფრთხის შესახებ აფრთხილებს და მაკრონის მთავრობას აკრიტიკებს
ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები: მილანში 50 ადამიანი დააკავეს, შეტაკებები ტურინსა და ბოლონიაშიც
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics