|
2020-02-29 17:00:01, 2211 ნახვა
საზოგადოება
ხატია წილოსანი მევენახეთა კონფერენციას დაესწრო
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში მევენახეთა რიგით მეორე კონფერენციას დაესწრო. შეკრებაში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან 300-მდე მევენახე მონაწილეობდა. კონფერენცია გურჯაანის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ინიცირებით გაიმართა და მისი მიზანი მევენახეობაში არსებული პრობლემების განხილვა და გადაჭრის გზების მოძიებაა. მინისტრის მოადგილემ შეკრების მონაწილეებს მიმართა და სამინისტროს მიერ დაგეგმილი ის ინიციატივები გააცნო, რაც მევენახეობა-მეღვინეობის დარგში უმაღლესი ხარისხის პროდუქციის წარმოების საწინდარი უნდა გახდეს. "საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს, აქვს ამბიცია აწარმოებდეს უმაღლესი ხარისხის პროდუქციას. ამის საწინდარია ქართული ვაზი და ჯიშების ის მრავალფეროვნება, რომლებიც მეღვინეობის 8-ათასწლიანი უწყვეტი ტრადიციის მანძილზე შეიქმნა. ამასთან ერთად, უმნიშვნელოვანესია ის თანამედროვე ტექნოლოგიები, რომლებიც განაპირობებენ დარგის განვითარებას"- აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. მან ასევე ყურადღება გაამახვილა სარგავი მასალის სერტიფიცირების ახალ სისტემაზე, რაც საფუძველი უნდა გახდეს მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებისთვის. ხატია წილოსანი მევენახეებს იმ პროგრამებზე ესაუბრა, რომლებიც დარგის გაჯანსაღებასა და განვითარებას ემსახურება. კერძოდ, ესენია აგროდაზღვევის სისტემა, ვენახების კადასტრის პროგრამა, ღვინის ხარისხის ლაბორატორიული კვლევა და სხვა. შეხვედრის მონაწილეებს ასევე ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ მიმართა, რომლის თქმითაც, სწორედ ვენახი არის ერთი-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ხარისხიანი ღვინის წარმოებისთვის. მეხუზლას განცხადებით, ამის მისაღწევად, აუცილებელია დარგში თანამედროვე განათლებისა და ტექნოლოგიების დანერგვა. კონფერენციაზე დავით სონღულაშვილმა ასევე დააანონსა, რომ მომავალ წელს კახეთის რეგიონში "კახეთის ექსპო" ჩატარდება, რაც კიდევ უფრო მასშტაბური ღონისძიება და მეტი შესაძლებლობების მომცემი იქნება ფერმერებისთვის. კონფერენცია ორ პანელად გაიმართა და მასზე მომხსენებლებმა ჯიშების მრავალფეროვნებაზე, კადასტრის პროგრამაზე, ბიომევენახეობაზე, ღვინის მარკეტინგზე, აგროდაზღვევაზე, მცირე ბიზნესის ხელშემწყობ პროექტებზე ისაუბრეს. კონფერენციაზე ასევე გაიმართა ქვევრის გახსნის ცერემონია, მევენახეობა-მეღვინეობის გამოფენა და ღვინის დეგუსტაცია. ღონისძიებაზე კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა ხატია წილოსანს, დავით სონღულაშვილს და ლევან მეხუზლას სიმბოლური საჩუქრების გადასცა, კერძოდ, ცენტრში დაცული ვაზთან და ღვინის კულტურასთან დაკავშირებული უნიკალური ხელნაწერების ასლები.
კინოპროდიუსერი და კინოთეატრების ქსელ კავეას ხელმძღვანელი ოთარ ბუბაშვილი გარდაიცვალა
მარინ ლეპენი დემოკრატიის საფრთხის შესახებ აფრთხილებს და მაკრონის მთავრობას აკრიტიკებს
ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები: მილანში 50 ადამიანი დააკავეს, შეტაკებები ტურინსა და ბოლონიაშიც
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)