|
2020-02-28 18:24:54, 1862 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტროში კორონავირუსთან დაკავშირებით მორიგი საგანგებო შეხვედრა გაიმართა
კორონავირუსთან დაკავშირებით მორიგი საგანგებო შეხვედრა გაიმართა ჯანდაცვის სამინისტროში. უწყების წარმომადგენლებმა მინისტრს კონკრეტული, ტექნიკური გამოწვევების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და მათი გადაჭრის გეგმა დასახეს. საუბარი შეეხო საკარანტინო ადგილების დამატებით მობილიზებას. განიხილეს შესაბამისი მარაგების საკითხები. ასევე სახმელეთო საზღვრებზე არსებული სიტუაცია. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, სამინისტრო ცდილობს ეფექტურობის მაქსიმალურად გაზრდას იმისათვის, რომ საფრთხე რომელიც მსოფლიოს მასშტაბით არსებობს საქართველოს მინიმალურად შეეხოს. „მობილიზებულია ბათუმისა და ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოები. გვაქვს რესურსი ასევე ზუგდიდში, თუმცა საჭიროება ამ ეტაპზე არ არსებობს. თბილისში მობილიზებული არის, როგორც ინფექციური ასევე ბოჭორიშვილის საავადმყოფო, ასევე ტუბდისპანსერი, რომელმაც ძალიან ოპერატიულ რეჟიმში დაცალა კლინიკა პაციენტებისგან და ჩვენ გვაქვს შესაბამისად აქ საკმარისი საწოლფონდი იმისათვის, რომ დედაქალაქში მოხდეს პაციენტების განთავსება. მიმდინარეობს მუდმივი მუშაობა იმისათვის, რომ დროულად მოხდეს იმ პირების გადაყვანა კარანტინის რეჟიმიდან თვითიზოლაციაში, ვისაც არ ესაჭიროებათ კარანტინში ყოფნა. მოსახლეობა მინდა დავამშვიდო, ჩვენ არ გვაქვს პანიკის და განგაშის საფუძველი, სიტუაცია არის კონტროლირებადი ყველა უწყება მუშაობს თანმიმდევრულად და ძალიან ეფექტურად“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ. ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, იზოლაციის ან თვითიზოლაციის საკითხი, დგება იმ შემთხვევაში თუ პაციენტს არ აქვს არანაირი ჩივილი მაგრამ იყო შესაძლო კონტაქტში კორონავირუსით დაავადებულ ადამიანთან. „იზოლაცია შეიძლება განხორციელდეს ორი გზით, ეს არის თვითიზოლაცია როდესაც ეპიდემიოლოგი აფასებს მოგზაურის შესაძლებლობას უზრუნველყოს საკუთარი თავისთვის იზოლირებული სივრცე ისე, რომ არ იყოს კონტაქტში ოჯახის წევრებთან და სხვა გარშემომყოფებთან. ეს არის დასაშვები ფორმა და ასევე არის იზოლაცია სპეციალურად ამისთვის მოწყობილ ადგილებში, რასაც ჰქვია საკარანტინო ადგილი. დღეისათვის არის 200-მდე საკარანტინო ადგილი გამოყოფილი საჩხერეში, აბასთუმანში და თბილისში“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ. მისივე თქმით, თბილისში მზადდება დამატებითი ადგილები, რადგან ეტაპობრივად, იტალიიდან მოგზაურები ბრუნდებიან ქვეყანაში. „მართალია ირანიდან მოგზაურთა რაოდენობა, ბოლო ხანებში, მკვეთრად შემცირდა , თუმცა იტალიიდან და ევროპიდან მოსალოდნელია, რომ მოგზაურების რაოდენობა იყოს ისევ მაღალი. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საკარანტინო ადგილები გამზადებული გვქონდეს და ასევე აქტიურად განვიხილავთ თვითიზოლაციის შესაძლებლობას, ეპიდემიოლოგების მიერ წინასწარი შეფასების შემდეგ“, - განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ. თამარ გაბუნიამ ხაზი გაუსვა, რომ ინფექციური საავადმყოფოს პერსონალი სრულად მომზადებულია იმისთვის, რომ შემთხვევები მართოს. იქნება ეს მსუბუქი, საშუალო თუ მძიმე შემთხვევა.
მარინ ლეპენი დემოკრატიის საფრთხის შესახებ აფრთხილებს და მაკრონის მთავრობას აკრიტიკებს
ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები: მილანში 50 ადამიანი დააკავეს, შეტაკებები ტურინსა და ბოლონიაშიც
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
ზელენსკიმ აშშ-სა და რუსეთს შორის შესაძლო დაახლოებას „ისტორიული შეცდომა“ უწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)