23:21 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-27 14:41:38, 2098 ნახვა

საზოგადოება
„ანას ბაღთან“ მრავალსართულიანი სახლის მშენებლობა სასამართლომ შეაჩერა

თბილისის საქალაქო სასამრთლომ მიიღო გადაწყვეტილება „ანას ბაღთან“ მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობის შეჩერების შესახებ, — მოსამართლემ, ანა ჩხეტიამ დღეს დააკმაყოფილა მოქალაქეთა ეს მოთხოვნა და საქმის განხილვის დასრულებამდე მშენებლობა შეჩერა.

როგორც მოსარჩელეთა წარმომადგენელმა, ადვოკატმა, მუხრან ხურწკაიამ განაცხადა, სასამართლოში მოქალაქეები მშენებლობის ნებართვის ბათილობას მოითხოვენ, განხილვის დასრულებამდე კი – მშენებლობის შეჩერებას.

„სასამართლომ შეაჩერა მშენებლობის ბრძანება, სანამ საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული. ეს არის დროებითი უზრუნველყოფის ღონისძიება, სანამ არ დამთავრდება საქმე, მშენებლობა შეჩერდა" - ადვოკატი მუხრან ხურწკაია





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მარინ ლეპენი დემოკრატიის საფრთხის შესახებ აფრთხილებს და მაკრონის მთავრობას აკრიტიკებს
ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები: მილანში 50 ადამიანი დააკავეს, შეტაკებები ტურინსა და ბოლონიაშიც
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
ზელენსკიმ აშშ-სა და რუსეთს შორის შესაძლო დაახლოებას „ისტორიული შეცდომა“ უწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics