|
2020-02-26 17:43:36, 1272 ნახვა
საზოგადოება
ვოლვო ქარსმა S90-ის და V90-ის განახლებული მოდელები წარმოადგინა
ვოლვო ქარსმა მომხმარებლებს წარუდგინა S90 სედანის და V90 Cross Country-ის უნივერსალი მოდელების განახლებული ვერსიები, რომლებიც აერთიანებენ ექსტერიერის დახვეწილ დიზაინს და სრულად ახალ ყველაზე თანამედროვე ხმის სისტემას Bowers and Wilkins-ს. კომპანიის 48 ვოლტიანი რბილი ჰიბრიდული ძალური აგრეგატები ხელმისაწვდომია ვოლვოს ყველა ახალ მოდელზე. ექსტერიერის დიზაინის თვალსაზრისით, ვოლვოს დიზაინერებმა დანერგეს S90-ის და V90-ის მთელი რიგი გაუმჯობესებები, მათ შორისაა ახალი დიზაინის სპოილერი, ნისლსაწინააღმდეგო ფარები და წინა ქვედა ბამპერი. V90 Cross Country-ის ყველაზე გასაოცარი მახასიათებელია უკანა ფარების ახალი დიზაინი, უნიკალური სრულად LED განათება და თანმიმდევრული მოხვევის მაჩვენებელი. ექსტერიერის ფერების ახალი დიაპაზონი და საბურავების დისკები ვერსიები კიდევ უფრო აუმჯობესებს პერსონალიზაციის ვარიანტებს. სრულად განახლებული Bowers and Wilkins-ის აუდიო სისტემა წარმოგიდგენთ უკეთეს ხმას მანქანის სალონში. ახალი ფუნქციების წყალობით, როგორებიცაა განახლებული გამაძლიერებელი, ავტომობილის ხმის ავტომატური ჩახშობა და განახლებული პარამეტრები ქმნის თქვენი საყვარელი კლუბის ხმის იმიტაციას. ავტომობილის სალონის კიდევ ერთი ახალი მახასიათებელი არის Advanced Air Cleaner PM 2.5 ნაწილაკების სენსორით, რომელიც პირველად შეიქმნა ჩინეთის ბაზრისთვის და ახლა უკვე მთელს მსოფლიოში გავრცელდა. ის საშუალებას აძლევს მძღოლებს, ცენტრალურ ეკრანზე აკონტროლონ სალონის ჰაერის ხარისხი და სურვილის შემთხვევაში რამდენიმე წუთში გაწმინდოს სალონის ჰაერი თითქმის ყველა წვრილი ნაწილაკისგან. Bowers & Wilkins-ის ახალი აუდიო სისტემა და Advanced Air Cleaner ტექნოლოგია ახლა უკვე ხელმისაწვდომია 90 და 60 სერიის ყველა მოდელზე. ამ მოდელებს ასევე გააჩნია ორმაგი USB-C დამუხტვის წერტილები უკანა მხარეს. სმარტფონებისთვის უსადენო დამუხტვის ფუნქცია, რომელიც პირველად დაინერგა პატარა XC40 SUV- ზე, ახლა ხელმისაწვდომია 90 და 60 სერიის უმრავლეს ვერსიაში. ინტერიერის მასალების თვალსაზრისით, ექსკლუზიურად მორგებული შალნარევი სავარძლები, რომელიც პირველად გასულ წელს დაინერგა XC90-ზე, ახლა ასევე ხელმისაწვდომია 90 და 60 სერიის ყველა მოდელზე, ამავდროულად ხელმისაწვდომია სალონის ვარიანტი ტყავის გარეშე.
მარინ ლეპენი დემოკრატიის საფრთხის შესახებ აფრთხილებს და მაკრონის მთავრობას აკრიტიკებს
ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები: მილანში 50 ადამიანი დააკავეს, შეტაკებები ტურინსა და ბოლონიაშიც
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
ზელენსკიმ აშშ-სა და რუსეთს შორის შესაძლო დაახლოებას „ისტორიული შეცდომა“ უწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)