|
2020-02-26 14:42:43, 1189 ნახვა
ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი: სტრუქტურული გაუმჯობესების კუთხით ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით
„სტრუქტურული გაუმჯობესების კუთხით ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ეკონომიკურ კონფერენციაზე, საქართველო და მსოფლიო 2020 წელს, განაცხადა. კონფერენციის ფარგლებში ივანე მაჭავარიანმა მონაწილეობა მიიღო პანელში, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მოდელი – სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის დაბალანსებული ინტერესები. მასთან ერთად, პანელის სპიკერებად მოწვეულები იყვნენ ვარშავის ეკონომიკური სკოლის პროფესორი, პოლონეთის ყოფილი ვიცე პრემიერი, ფინანსთა მინისტრი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ლეშეკ ბალცეროვიჩი და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი. მისი თქმით, ქვეყანაში დღეს არის დაბალი რეგულირება, რასაც მსოფლიო ბანკის კვლევა ადასტურებს და ძალიან მნიშვნელოვანია, ეს მიდგომა შენარჩუნდეს. „ბოლო სამი წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სტრუქტურული გაუმჯობესების მიმართულებით. პირველი ნაბიჯი არის ის, რომ დღეს, ჩვენ უკვე თამამად ვსაუბრობთ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებაზე, რომელიც დაიწყო 13 %-დან და დღეს, ეს მაჩვენებელი 4-5%-ის ფარგლებშია. ეს პირველ რიგში, გამოიწვია იმან, რომ ჩვენ შევძელით და შევინარჩუნეთ თავისუფალი გაცვლითი კურსი, თავი შევიკავეთ ლარის ხელოვნური გამყარებისკენ გადასადგმელი ნაბიჯებისგან, რამაც სერიოზული გავლენა მოახდინა. მეორე ნაბიჯია რეგულირების ის ხარისხი, რომელიც ჩვენ გვაქვს. ძალიან მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ეს ტენდენცია. თუ ვაკეთებთ რეგულაციას, მაქსიმალურად ჭკვიანური და ხარისხიანი უნდა იყოს. სტრუქტურული ცვლილებების მესამე ძლიერი მხარე იყო ის, რომ საჯარო სექტორში მიმდინარე ხარჯებზე მაქსიმალური კონტროლი დაწესდა. გარდა ამისა, 2017 წელს განხორციელდა რეფორმა, სადაც ეს ხარჯები მნიშვნელოვნად შემცირდა. ასევე სხვადასხვა პრეზენტაციებში გვინახავს, რომ ჩვენი საჯარო სექტორი, ჩვენი ბიუროკრატია, ხარჯების კუთხით ერთ-ერთი ყველაზე მცირეა მსოფლიოში. ამან მოგვცა საშუალება, ჩვენი სახსრები მიგვემართა კაპიტალური დანახარჯებისთვის, ისეთი მნიშვნელოვანი პროექტებისათვის, როგორიც არის: ავტობანები, განსაკუთრებით, დასავლეთისა და აღმოსავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, უამრავი სხვა მნიშვნელოვანი, სახელმწიფოებრივი პროექტები. რეალურად, ჩვენ მივიღეთ ზრდაზე ორიენტირებული ბიუჯეტი. შესაბამისად, ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრუქტურული გაუმჯობესება იყო -მიმდინარე ხარჯების შეკავება და გამოთავისუფლება ფისკალური სივრცის უფრო მნიშვნელოვანი - ზრდაზე ორიენტირებული ნაბიჯებისთვის", - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
შვედეთის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ისინი რუსეთის სიღრმეში დარტყმებს განახორციელებენ
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
საფრანგეთში, მოსწავლეებმა სკოლების ბლოკირება დაიწყეს მასწავლებლების დეფიციტისა დანგრეული ინფრასტრუქტურის გამო
ბერა ივანიშვილი მამის კონტროლირებად სასამართლოში ჩივილით ემუქრება ყველას, ვინც ქოლცენტრების მფარველობას აბრალებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)