|
2020-02-26 11:49:45, 1041 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე: უხარისხოდ გაკეთებულ საქმეზე თვალს არავითარ შემთხვევაში არ დავხუჭავთ
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გლდანის რაიონში, ბოჭორიშვილისა (ყოფილი ხიზაბავრის) და ხარაძის ქუჩებზე საგზაო სამუშაოები უხარისხოდ ჩატარდა, რის გამოც, შემსრულებელ კომპანიას აღნიშნული ქუჩების მოწესრიგება საკუთარი ხარჯებით დაევალა. როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ და მუნიციპალურმა ლაბორატორიამ დაადასტურა. „როგორც იცით, გლდანის რაიონის გამგეობა ბოჭორიშვილისა (ყოფილი ხიზაბავრის) და ხარაძის ქუჩებზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს, სადაც პრობლემები გვქონდა. როდესაც აღნიშნულ ქუჩებზე მუნიციპალური ინსპექცია და ლაბორატორია შესამოწმებლად შევიდა, შესრულებული სამუშაოები უხარისხო აღმოჩნდა. ლაბორატორიამ სინჯების აღებაც ვერ მოახერხა, იმდენად ცუდად იყო გზა მოასფალტებული. რა თქმა უნდა, ამას ჩვენი მხრიდან რეაგირება მოჰყვა - კომპანიას დაევალა, რომ ყველაფერი თავისივე ხარჯებით მოაწესრიგოს. ამასთან დაკავშირებით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, ჩვენი ოპონენტების მხრიდან განცხადებებიც მოვისმინეთ. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არსებობენ კომპანიები, რომლებიც ვერ თუ არ ასრულებენ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, თუმცა მინდა, გითხრათ, რომ ჩვენ უხარისხოდ გაკეთებულ საქმეზე თვალს არავითარ შემთხვევაში არ დავხუჭავთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს მიმართა, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ხარისხიანად შეასრულონ, რადგან საქმე დედაქალაქში არსებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ეხება. „მინდა, სამშენებლო კომპანიებს კიდევ ერთხელ მოვუწოდო - კეთილი ინებეთ და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები შეასრულეთ. ჩვენ მეტს არაფერს გთხოვთ. გვინდა, რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოები მაღალ დონეზე ჩატარდეს და დროულად დასრულდეს, რაც დისკომფორტს წარმოადგენს. ხალხის გამოგზავნა და თხოვნები - არ დაგვაჯარიმოთო, არ გამოვა. ჩვენ ყველა ჩვენს ქალაქს და ხალხს ვემსახურებით. არ ვაპირებთ თავი დავუხაროთ ასეთ გადაცდომებს და უხარისხოდ წარმოებულ სამუშაოებს. ამ კომპანიას თავისივე ხარჯებით ორივე ქუჩის მოწესრიგება მოუწევს. ეს ქალაქი მარტო ჩემი, მთავრობის წევრების არ არის. ეს ქალაქი ყველასია და თქვენგანაც გვჭირდება თანადგომა, რომ ერთად გავალამაზოთ და მოვაწესრიგოთ ის. დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ორივე ქუჩა მოწესრიგდება და სალაპარაკო არ გახდება. მინდა, გლდანის გამგებელს, ბექა მიქაუტაძეს კიდევ ერთხელ დავავალო, რომ სამუშაოები დროულად შესრულდეს და რაც არის საჭირო ჩვენი მხრიდან, მათ შორის ჯარიმა თუ სხვა სანქციები, ყველაფერი გაკეთდეს, რომ მსგავსმა კომპანიებმა მეორედ არ მიიღონ ტენდერში მონაწილეობა. თუ არ გაქვთ სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა, დაანებეთ თავი და ტენდერში მონაწილეობას ნუ მიიღებთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.
მარინ ლეპენი დემოკრატიის საფრთხის შესახებ აფრთხილებს და მაკრონის მთავრობას აკრიტიკებს
ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები: მილანში 50 ადამიანი დააკავეს, შეტაკებები ტურინსა და ბოლონიაშიც
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
ზელენსკიმ აშშ-სა და რუსეთს შორის შესაძლო დაახლოებას „ისტორიული შეცდომა“ უწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)