23:50 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-25 23:55:41, 16266 ნახვა

ევროპის ამბები
ჟურნალისტი ლავროვს- მე ტატუნაშვილის ქვეყნიდან ვარ

ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან დაკავშირებულ ინციდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერის, მარია ზახაროვას, გამოხმაურებას პასუხობს, რომელმაც ქართველი ჟურნალისტები "თავდასხმაში" დაადანაშაულა. 

"მე განვახორციელე თავდასხმა სერგეი ლავროვზე. მე მოვკალი ტატუნაშვილიც, ოთხოზორიაც, ბაშარულიც, კვარაცხელიაც. 2008 წლის ომში 170 სამხედრო მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი. 

მე დავჭერი რუსეთ-საქართველოს ომის დროს 2 232 სამოქალაქო და სამხედრო პირი. მე დავიწყე ომი. 

მე და ჩემი კოლეგები ვართ ბორდერიზაციის, ჩაკეტილი გადასასვლელების და ჰუმანიტარული კატასტროფის შემქმნელები. როგორც კიბერშეტევის დროს, ყველაფერში პომპეო და მისი ანტირუსული რიტორიკაა დამანშავე. 

კიდევ ერთხელ, ნაწყვეტი ტატუნაშვილზე მომზადებული დასკვნიდან:

“წამების ინსტრუმენტებად, დიდი ალბათობით, გამოყენებულ იქნა იარაღის ტარი, ავტომატების კონდახები, იარაღის ლულა, სხვა ცილინდრული მკვრივი/ბლაგვი საგნები. წამების მეთოდებად გამოყენებულია სასტიკი ცემა ფოკუსირებულად ერთ ადგილზე და სხეულის მთელ მიდამოში, თავში ცემა. წამების მეთოდი გადის სექსუალური წამების მეთოდში, რაც გახლავთ გენიტალიების დაზიანება. არ არის გამორიცხული, რომ დიდი ინტენსივობით მოხდა ამ ადგილებში ცემა და სწორედ ეს გახდა სხვა დაზიანებებთან ერთობლიობაში ტრავმული შოკის განვითარების გამშვები მექანიზმი.
უნდა ვივარაუდოთ, რომ საათი და 10 წუთი მაინც აწამებდნენ".

მე ტატუნაშვილის ქვეყნიდან ვარ, ქალბატონო მარია და ბატონო მინისტრო, ოდესმე ყველას მოგიწევთ პასუხის გაცემა. არაუშავს!" - წერს ქეთევან ქარდავა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics