|
2020-02-25 17:12:46, 1948 ნახვა
ეკონომიკა
კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 2020 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით 3.01 მლნ ლარით შემცირდა
„კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 2020 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით 3.01 მლნ ლარით შემცირდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს. მათი ცნობით, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 10.45 მლნ ლარით (0.07%-ით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 13.46 მლნ ლარით (0.08%-ით) შემცირდა. „კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2020 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით 3.01 მლნ ლარით (0.01%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.16%-ით შემცირდა და მიმდინარე წლის პირველი თებერვლისათვის 31.92 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 10.45 მლნ ლარით (0.07%-ით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 13.46 მლნ ლარით (0.08%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, შემცირდა 0.34%-ით). რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2020 წლის იანვრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 4.54 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.83%-ით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით 10.69 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.22%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.03%-ით ნაკლები). 2020 წლის იანვრის განმავლობაში 0.33%-ით, ანუ 51.97 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი თებერვლისათვის 15.89 მლრდ ლარი შეადგინა. მიმდინარე წლის პირველი თებერვლისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 44.66 პროცენტი შეადგინა. 2020 წლის პირველი იანვრის მდგომარეობასთან შედარებით, მთლიანი სესხების ლარიზაცია გაიზარდა 0.04 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.10 პროცენტული პუნქტით)“, - განაცხადა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა.
შვედეთის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ისინი რუსეთის სიღრმეში დარტყმებს განახორციელებენ
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
საფრანგეთში, მოსწავლეებმა სკოლების ბლოკირება დაიწყეს მასწავლებლების დეფიციტისა დანგრეული ინფრასტრუქტურის გამო
ბერა ივანიშვილი მამის კონტროლირებად სასამართლოში ჩივილით ემუქრება ყველას, ვინც ქოლცენტრების მფარველობას აბრალებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)