2020-02-24 16:57:52, 1952 ნახვა
საზოგადოება
IPSOS-ის კვლევა: „ქართული ოცნება“ – 34%, „ნაციონალური მოძრაობა“ – 29%, „ევროპული საქართველო“ – 10%
ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს მოქალაქეთა 34% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 29% - „ნაციონალურ მოძრაობას“, 10% - „ევროპულ საქართველოს“, 6% - „ლეიბორისტულ პარტიას“, 5% - „პატრიოტთა ალიანსს“, 3% - „ლელოს“ და ასევე 3-3% „გირჩს“ და ალეკო ელისაშვილის სამოქალაქო მოძრაობას, 2% - ნინო ბურჯანაძის დემოკრატიულ მოძრაობას, 1% - „რესპუბლიკურ პარტიას“ და ასევე 1-1% „კონსერვატორებსა“ და „თავისუფალ საქართველოს“.
კვლევა მომზადებულია ტელეკომპანია „მთავარის“ დაკვეთით, რომელიც IPSOS-მა 25 იანვრიდან 5 თებერვლის ჩათვლით ჩაატარა. გამოკითხულია 1500 ადამიანი. აღნიშნული კვლევითი მონაცემები წარმოდგენილია ალოკაციის მეთოდით. კვლევის ცდომილება კი 2,5 პროცენტია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,