2020-02-24 10:23:33, 844 ნახვა
საზოგადოება
ჩინურ კომპანიებს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, საქართველოში თავისი მოქალაქეების შემოყვანაზე თავის შეკავებას მოსთხოვა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, მის მართვაში არსებულ პროექტებზე დასაქმებულ ჩინურ კომპნიებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან დამატებითი სამუშაო ძალის შემოყვანაზე დროებით თავის შეკავება მოთხოვა.
ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტმა განუცხადა.
მათი განმარტებით, შეზღუდვა გაგრძელდება იმ დრომდე, სანამ შესაბამისი სამსახურები არ დარწმუნდებიან, რომ კომპანიები სათანადოდ იცავენ დაავადების პრევენციისთვის საჭირო ყველა სტანდარტსა და რეკომენდაციას.
ასეთი შეზღუდვის დაწესება განაპირობა 22 თებერვალს ჩინეთიდან ჩამოსული ერთ-ერთი კომპანიის თანამშრომლების განთავსებასთან დაკავშირებით გაჩენილმა კითხვებმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,