|
2020-02-21 13:33:20, 2184 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერმა ნიდერლანდების სამეფოს საქართველოზე რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელებული კიბერშეტევის დაგმობისა და ღია მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ნიდერლანდების სამეფოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მააიკე ვან კოლდამს შეხვდა. შეხვედრის დასაწყისში პრემიერმა ნიდერლანდების სამეფოს საქართველოზე რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელებული კიბერშეტევის დაგმობისა და ღია მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა ქვეყნებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული მმართველობის განმტკიცების მიმართულებით თანამშრომლობის მნიშვნელობას. ხაზი გაესვა ადამიანის უფლებათა დაცვის კოორდინაციის მექანიზმების გაუმჯობესების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს. ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა ადამიანის უფლებათა სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში აქტიური მონაწილეობის მზადყოფნა გამოთქვა. შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების კუთხით არსებული პოტენციალის განვითარების შესაძლებლობებს, ასევე პოზიტიურ დინამიკას ტურიზმის მიმართულებით და თანამშრომლობას საზღვაო სფეროში. საუბარი შეეხო მაღალი დონის ორმხრივ ვიზიტებს. ამ კონტექსტში აღინიშნა ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ისტორიული მნიშვნელობა, ვინაიდან, ნიდერლანდების სამეფოს საქართველოს მთავრობის მეთაური ორმხრივ ფორმატში, გასული წლის ნოემბერში, პირველად ეწვია; ასევე - ნიდერლანდების სამეფოს მაღალი რანგის წარმომადგენლების სტუმრობას თბილისში. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი დაესწრო.
დმიტრიევმა ტრამპის სიტყვებს ზელენსკის გადადგომაზე „მნიშვნელოვანი და ისტორიული“ უწოდა
ტრამპის დიზელის გარიგება პუტინს მილიარდებს მოუტანს, მაგრამ ფასებზე გავლენა შესაძლოა ნულის ტოლი იყოს, - Bild
ერ-რიადის აეროპორტზე ჰუსიტების თავდასხმის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას არ აქვს უფლება, თავს დაესხას რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და ზელენსკის გადადგომისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
კიევში, რუსული დაბომბვის გამო, მეტრო და ტრამვაი ერთ კვირაში მეორედ გაჩერდა
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)