|
2020-02-20 18:06:17, 1519 ნახვა
საზოგადოება
EMC - გამოსახლების რისკქვეშ მყოფი ადამიანების უმეტესობა, უსახლკაროდ დარჩენის საფრთხის წინაშეა
„გამოსახლების რისკის წინაშე მდგომი და გამოსახლებას დაქვემდებარებული შინამეურნეობების მნიშვნელოვანი რაოდენობა უმძიმეს სოციალური მოწყვლადობის მდგომარეობაში, მათ შორის, უსახლკაროდ, აღმოჩენის რისკის ქვეშ არიან“, - ამის შესახებ ინფორმაციას ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი ავრცელებს. მათი თქმით, საქართველოში გამოსახლებას დაქვემდებარებული პირების დაცვითი მექანიზმები მწირი და არაეფექტიანია. კანონმდებლობა და პრაქტიკა კი, უმეტესწილად არ მოდის თანხვედრაში საერთაშორისო სამართლებრივ ვალდებულებებთან. „EMC ეხმიანება უკანასკნელი თვეების განმავლობაში საცხოვრისიდან გამოსახლების/გამოსახლების მცდელობების გახმაურებულ შემთხვევებს და ამ სფეროში ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას აფასებს. მიუხედავად ცალკეული ნაბიჯებისა (მათ შორის, ე.წ. საპოლიციო გამოსახლების გაუქმება), ამ სფეროში მდგომარეობა არსებითად არ გაუმჯობესებულა - არსებული კანონმდებლობისა და პრაქტიკის დიდი ნაწილი საერთაშორისო სტანდარტებთან კვლავ შეუსაბამო რჩება. გამოსახლების რისკის წინაშე მდგომი და გამოსახლებას დაქვემდებარებული შინამეურნეობების მნიშვნელოვანი რაოდენობა უმძიმეს სოციალური მოწყვლადობის მდგომარეობაში, მათ შორის, უსახლკაროდ, აღმოჩენის რისკის ქვეშ არიან. ამის პარალელურად, უკანასკნელ პერიოდებში გამოსახლების შესახებ საქმისწარმოების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა - ბოლო ორი წლის განმავლობაში სსიპ-აღსრულების ეროვნულ ბიუროში უძრავი ქონების მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ 1300-ზე მეტი განცხადება შევიდა, რაც პრაქტიკულად უახლოვდება 2014-2017 წლების დაჯამებულ ანალოგიურ მაჩვენებლებს. საქართველოში გამოსახლებას დაქვემდებარებული პირების დაცვითი მექანიზმები მწირი და არაეფექტიანია. კანონმდებლობა და პრაქტიკა უმეტესწილად არ მოდის თანხვედრაში საერთაშორისოსამართლებრივ ვალდებულებებთან. მთავარი გამოწვევა, რაც ამ სფეროში არსებობს, არის ის, რომ კანონმდებლობა და პრაქტიკა გამოსახლების საკითხს მხოლოდ საკუთრების უფლების დაცვის ჭრილში განიხილავს და გამოსახლების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროს ძირითადი აქცენტი მესაკუთრის უფლებებზე კეთდება. გამოსახლებას დაქვემდებარებულ პირთა სათანადო საცხოვრებლის უფლების უზრუნველყოფა კი ყურადღების მიღმა რჩება“, - ვკითხულობთ EMC-ს განცხადებაში.
საფრანგეთში არეულობის დროს დაახლოებით 1800 ადამიანი დააკავეს, ხოლო სასწრაფო დახმარების 500-ზე მეტი თანამშრომელი დაშავდა
ალბანეთში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გრძელდება, პოლიცია კი რეზინის ტყვიებს იყენებს
პაპუაშვილი - რასაც საფრანგეთში ვუყურებთ, გვახსენებს, რომ სხვის ქვეყანაში ქარის დამთესი, საკუთარში ქარიშხალს მოიმკის
პოლონეთმა სამხედრო თვითმფრინავები დასავლეთ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე აფრინდა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)