|
2020-02-20 17:10:47, 1195 ნახვა
საზოგადოება
Apple Premium Reseller-ი iSpace-ი საბურთალოს „სითი მოლში“ მესამე მაღაზიას ხსნის
საქართველოში ერთადერთი Apple Premium Reseller-ის iSpace-ის რიგით მესამე მაღაზია საბურთალოს „სითი მოლში“ იხსნება. გახსნის ღონისძიება ფარდის საზეიმო ჩამოშვების ცერემონიით, 21 თებერვალს, 15:00 საათზე დაიწყება. iSpace-ის ახალი მაღაზია უნიკალური სივრცეა, სადაც მომხმარებელი Apple-ის სამყაროში იგრძნობს თავს. ეს არ იქნება მხოლოდ მაღაზია მრავალფეროვანი ინოვაციური პროდუქციით. ეს იქნება სივრცე, სადაც მომხმარებელი შეძლებს პირველი გაეცნოს Apple-ის სრულ ასორტიმენტს, უახლეს პროდუქციას, მიიღოს რჩევები და კვალიფიციური დახმარება Apple- ის ექსპერტებისგან. გახსნასთან დაკავშირებით, მხოლოდ სამი დღით 7-დან 9 თებერვლის ჩათვლით, iSpace-ის ახალი მაღაზია მომხმარებლებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს Apple-ის პროდუქციის შესაძენად. iPhone XR, MacBook Air, Macbook Pro, iPad და AirPods მომხმარებელი საუკეთესო ფასებით იხილავს და შეეძლება ისარგებლოს 800 ლარამდე ფასდაკლებით. „პრომო მოდელების რაოდენობა შეზღუდულია. ამიტომ თუ გსურთ გარანტირებულად მიიღოთ თქვენი სასურველი პროდუქტი, გადადით ლინკზე და დაარეგისტრირეთ წინასწარი შეკვეთის მოთხოვნა: https://ispace.ge/store-opening-iSpace. თქვენი შერჩეული ნივთი დაიჯავშნება თქვენს სახელზე 21 თებერვლის 17:00 საათამდე“, - აცხადებენ კომპანიაში. iSpace-ის ახალ მაღაზიაში, ყველა ვიზიტორს ექნება შესაძლებლობა გამოსცადოს Apple–ის პროდუქციის სრული ასორტიმენტი. მათ შორის, ახალი 16 ინჩიანი MacBook Pro, iPhone 11, iPhone 11 Pro / 11 Pro Max და AirPods Pro. საზეიმო გახსნასთან დაკავშირებით დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები. სითი მოლის ატრიუმში, iSpace-ის მაღაზიასთან მოეწყობა ინტერაქტიული ზონა სადაც ნებისმიერ ვიზიტორს შეეძლება მონაწილეობა მიიღოს iPad-ით ხატვის და iPhone-ით ფოტო გადაღების მასტერკლასებში, მოუსმინოს Dj-ის, მონაწილეობა მიიღოს შეჯიბრებებში და მოიგოს საჩუქრები - Marshall Major III, JBL E45BT და Anker Liberty Air. მობრძანდით და შეეხეთ Apple-ის საოცარ სამყაროს iSpace-თან ერთად!
საფრანგეთში არეულობის დროს დაახლოებით 1800 ადამიანი დააკავეს, ხოლო სასწრაფო დახმარების 500-ზე მეტი თანამშრომელი დაშავდა
ალბანეთში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გრძელდება, პოლიცია კი რეზინის ტყვიებს იყენებს
პაპუაშვილი - რასაც საფრანგეთში ვუყურებთ, გვახსენებს, რომ სხვის ქვეყანაში ქარის დამთესი, საკუთარში ქარიშხალს მოიმკის
პოლონეთმა სამხედრო თვითმფრინავები დასავლეთ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე აფრინდა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)