2020-02-20 15:19:42, 1246 ნახვა
საზოგადოება
გახარია - გიორგი შენგელაიამ უკვდავი კვალი დატოვა ქართულ კინემატოგრაფიაში
„გიორგი შენგელაიამ უკვდავი კვალი დატოვა ქართულ კინემატოგრაფიაში და ჩვენ, ყველანი ერთად ვაცილებთ მას", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ცნობილი ქართველი რეჟისორის, გიორგი შენგელაიას დაკრძალვაზე განაცხადა.
გახარიას თქმით, გიორგი შენგელაია ქართული კულტურისთვის უდიდესი დანაკლისია.
„ოჯახისთვის და ქვეყნისთვის უდიდესი დანაკარგია დიდი ქართველი რეჟისორი, რომელმაც, რა თქმა უნდა, თავისი უკვდავი კვალი დატოვა ქართულ კინემატოგრაფიაში და ჩვენ, ყველანი ერთად ვაცილებთ მას. ეს არის დიდი დანაკლისი, როგორც საზოგადოებისთვის, ისე ქვეყნისთვის, ოჯახისთვის პირველ რიგში და, რა თქმა უნდა, ქართული კულტურისთვის", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,