|
2020-02-20 12:39:34, 1269 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი - მერაბიშვილმა დანაშაული ჩაიდინა და მონანიების ნაცვლად, დიდ გულზეა და თითსაც იქნევს
„ვანო მერაბიშვილმა დანაშაული ჩაიდინა და მონანიების ნაცვლად, დიდ გულზეა და თითსაც იქნევს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, მერაბიშვილი არის ადამიანები, ვინც მოითხოვა ორი გვამი და ზუსტად იცის, რომ ჩაიდინა დანაშაული, თუმცა არ აღიარებს. მისივე თქმით, ოპოზიცია მერაბიშვილს თავის გუნდში ხედავს, თავად ვოლსკი კი, მას ხედავს, როგორც დამნაშავეს. „ოპონენტების მთავარი პრობლემა, ვინც ვანო მერაბიშვილი ტაშის კვრით მიიღო, არის ერთი და ხაზგასასმელი – ეს არის ადამიანი, ვინც ორი გვამი მოითხოვა, ვინც დანაშაულები რეალობაში ჩაიდინა. დანაშაულს არ აღიარებს, მაგრამ ზუსტად იცის. ოპონენტებისთვის ეს ყველაფერი ჩვეულებრივი ამბავია და დანაშაული არ არის. ორი გვამიც უნდა გქონდეს, გირგვლიანიც უნდა გყავდეს და ყველა ადამიანის სისხლი დაღვარო, ვინც არ დაგემორჩილება და ოჯახებზე გადაიარო. ადამიანი ამით ცხოვრობს და მათი ტაქტიკა იყო, ადამიანის დათრგუნვა და მისთვის სიცოცხლის წართმევა. სწორად ეს მიაჩნიათ და ვანო მერაბიშვილმა ამაზე ისაუბრა. სიტყვა – დამხობას სამართლებრივ საკითხს ვერ მივუყენებ, მაგრამ დავინახოთ, საქმე ვისთან გვაქვს. დამხობა ყველაზე რბილი გამოთქმაა იმ საქციელს თუ შევადარებთ, რისთვისაც მან სასჯელი მოიხადა და დანაშაულად არ მიაჩნია. როცა შვიდი წელი ციხეში გაატარებ, შეიძლება, გონზე არ იყო და აგრესია რაც შიგნით გქონდა დაბუდებული, გამოანთხიო ისე, რომ არც დაფიქრდე, საქმე რაშია. ვანო მერაბიშვილს ხმა საერთოდ არ ამოეღო, განა, არ ვიცით, რომ დამნაშავე იყო და ეს ყველაფერი დანაშაულად არ მიაჩნია – გინდ, მატროსოვის კარის გაღება, გინდ დამხობა და გინდ სისხლის დაღვრა. ვანო მერაბიშვილს თავის გუნდში ოპოზიცია ხედავს, მას ვხედავ, როგორც დამნაშავეს. მან დანაშაული ჩაიდინა და მონანიების ნაცვლად, დიდ გულზეა და თითსაც იქნევს“, – განაცხადა ვოლსკიმ. შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა 7 წლიანი პატიმრობის შემდეგ, ე.წ მატროსოვის ციხე დღეს დატოვა
დმიტრიევმა ტრამპის სიტყვებს ზელენსკის გადადგომაზე „მნიშვნელოვანი და ისტორიული“ უწოდა
ტრამპის დიზელის გარიგება პუტინს მილიარდებს მოუტანს, მაგრამ ფასებზე გავლენა შესაძლოა ნულის ტოლი იყოს, - Bild
ერ-რიადის აეროპორტზე ჰუსიტების თავდასხმის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას არ აქვს უფლება, თავს დაესხას რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და ზელენსკის გადადგომისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
კიევში, რუსული დაბომბვის გამო, მეტრო და ტრამვაი ერთ კვირაში მეორედ გაჩერდა
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)