|
2015-07-31 16:44:39, 587 ნახვა
საზოგადოება
ისნის ყოფილ სამხედრო ჰოსპიტალში მცხოვრებ დევნილებს მერია ორხევის ტერიტორიაზე არსებულ შენობაში გადაყვანას სთავაზობს
ისნის ყოფილ სამხედრო ჰოსპიტალში მცხოვრებ დევნილებს მერია ორხევის ტერიტორიაზე არსებულ შენობაში გადაყვანას სთავაზობს. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირტთა, დევნილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, ორხევის ტერიტორიაზე არსებულ შენობაში ამჟამად სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. „ეკონომიკის სამინისტრომ ისნის სამხედრო ჰოსპიტალის შენობა დევნილთა და განსახლების სამინისტროს 2014 წლის 8 აპრილს გადასცა. შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებისათვის ტენდერი 2015 წლის 8 აპრილს გამოცხადდა და 30 აპრილს დასრულდა. სატენდერო ღირებულება 4 238 620 ლარს შეადგენდა. 2015 წლის 3 ივლისს ხელშეკრულება გაფორმდა ტენდერში გამარჯვებულ სამშენებლო კომპანიასთან „მშენებელი 2011“ . სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, საცხოვრებელ ფართს 160 დევნილი ოჯახი მიიღებს. დევნილი ოჯახების ქირით უზრუნველყოფისათვის სამინისტრო ჯამში ყოველთვიურად 70 000 ლარს ხარჯავს, მხოლოდ მიმდინარე წელს ქირისთვის გადარიცხული იქნა 507 000 ლარი. შენობაში დარჩენილ სოციალურად დაუცველ ოჯახებს ქალაქის მერია 2015 წლის სექტემბერში ორხევის ტერიტორიაზე გადაყვანას სთავაზობს, სადაც ამჟამად სარეაბილიტაციო სამუსაოები მიმდინარეობს. სექტემბრამდე კი, ყველა ოჯახს ქირის თანხის დაფარვას 500 ლარის ფარგლებში სთავაზობს“,-ნათქვამია უწყების განცხადებაში. ცნობისთვის, 2014 წლის ნოენბერში შენობიდან 100-ზე მეტი დევნილი ოჯახი იქნა გაყვანილი ქირით. აქედან, 80 დევნილ ოჯახს სამინისტრო დღემდე უხდის ქირას 250-300 ლარის ოდენობით. ხოლო დარჩენილ 20 ოჯახს საკუთრება აღმოაჩნდა. აღნიშნული დევნილი ოჯახების ქირით უზრუნველყოფისათვის სამინისტრო ყოველთვიურად 25 000 ლარს ხარჯავს. დევნილები შენობიდან გაყვანილ იქნენ 2014 წლის ნოემბერში, ხოლო ტენდერმა 2015 წლის ივლისამდე დააგვიანა იმის გამო, რომ შენობაში ხანძარი გაჩნდა, ემსხერპლა ბავშვის სიცოცხლე და საჭირო გახდა ობიექტისათვის დამატებითი ექსპერტიზის ჩატარება.
უკრაინელების მოკლული გენერალ-მაიორი ანტონ გრუნისი, საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს ომობდა
იემენელი ჰუსიტები მუსლიმებისთვის წმინდა ქალაქს მექას დაესხნენ თავს
SOLO-ს განსაკუთრებული შეთავაზება ისთ ფოინთის დაბადების დღეს SOLO VISA ბარათის მფლობელებს
ახალი შეთავაზება TBC-ის პლატფორმაზე - დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)