|
2020-02-19 12:52:59, 1632 ნახვა
პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე უკრაინელ კოლეგას შეხვდა
იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, უკრაინელ კოლეგას შეხვდა. მიხეილ სარჯველაძემ ვიტალი ვასილიკს საქართველოში პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე რეფორმები გააცნო. იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ უკრაინელ კოლეგას საქართველოს გამოცდილება გაუზიარა და აღნიშნა, რომ პენიტენციური სისტემის იუსტიციის სამინისტროსთან შერწყმის შემდეგ არაერთი რეფორმა განხორციელდა, რათა საქართველოში სასჯელის მოხდის სისტემა მაქსიმალურად დაუახლოვდეს ევროპულ სტანდარტებს, აქცენტი გაკეთდეს პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციაზე, შემცირდეს ყოფილი პატიმრების მხრიდან განმეორებითი დანაშაულის ჩადენის რისკები და მსჯავრდებულები პატიმრობის პერიოდში მოემზადონ იმისათვის, რომ ციხის დატოვების შემდეგ შეძლონ საზოგადოებაში საკუთარი ადგილის პოვნა და სრულფასოვანი ცხოვრება. მიხეილ სარჯველაძის თქმით, პენიტენციური და დანაშაულის სისტემების განვითარების სტრატეგია და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს მცირე ზომის დაწესებულებების მშენებლობას, სადაც აქცენტი გაკეთდება პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამებზე და დაამკვიდრებს ინდივიდუალურ მიდგომებს თითოეული პატიმრის მიმართ. პენიტენციური სისტემის რეფორმის პრიორიტეტებს შორისაა: პენიტენციური და პრობაციის სისტემებში უსაფრთხო გარემოს შექმნა როგორც ბრალდებულთა და მსჯავრდებულთათვის, ისე სისტემის თანამშრომლებისა და ვიზიტორებისათვის; ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარება; სამედიცინო და ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესება და სხვ. მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ ე.წ. „ზონების“ დახურვა და მათი მცირე ზომის ციხეებით ჩანაცვლება, ასევე, არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისათვის საოჯახო ტიპის დაწესებულებების მოდელზე გადასვლა იუსტიციის სამინისტროს უპირველესი პრიორიტეტია. გასული წლის ნოემბერში იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია მინისტრის ხელმძღვანელობით ნიდერლანდებში იმყოფებოდა, სადაც არასრულწლოვანთა პრობაციისა და პენიტენციურ სისტემებს გაეცნო; დღეისათვის კი, უკვე მიმდინარეობს მუშაობა იმისათვის, რომ ნიდერლანდებში საპილოტე რეჟიმში მიმდინარე რეფორმა საქართველოშიც დაინერგოს. საქმე ეხება საოჯახო ტიპის პენიტენციურ დაწესებულებას, სადაც ერთი და იმავე დაბალი რისკის, ერთი და იმავე სასწავლო ინტერესებისა და მისწრაფებების მქონე რამდენიმე არასრულწლოვანი თავსდება და ოჯახურ გარემოში ცხოვრობს გათავისუფლებამდე. შეხვედრაზე საუბარი შეეხო მსჯავრდებულთა ექსტრადიციისა და გადაცემის საკითხებს. უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილე საქართველოში საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში იმყოფება, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ევროპის საბჭოს ნარკომანიასა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის თანამშრომლობის ჯგუფის (Pompidou Group) ორგანიზებით იმართება. ღონისძიების მონაწილეები ნარკოდამოკიდებულ მსჯავრდებულთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის, ჩანაცვლებითი მკურნალობის, ზიანის შემცირებითი ინტერვენციების მნიშვნელობასა და როლზე მსჯელობენ. ღონისძიებაში გერმანიის, ესპანეთის, ჰოლანდიის, პოლონეთის, მოლდოვისა და უკრაინის სახელმწიფო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ექსპერტები მონაწილეობენ.
დმიტრიევმა ტრამპის სიტყვებს ზელენსკის გადადგომაზე „მნიშვნელოვანი და ისტორიული“ უწოდა
ტრამპის დიზელის გარიგება პუტინს მილიარდებს მოუტანს, მაგრამ ფასებზე გავლენა შესაძლოა ნულის ტოლი იყოს, - Bild
ერ-რიადის აეროპორტზე ჰუსიტების თავდასხმის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას არ აქვს უფლება, თავს დაესხას რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და ზელენსკის გადადგომისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
კიევში, რუსული დაბომბვის გამო, მეტრო და ტრამვაი ერთ კვირაში მეორედ გაჩერდა
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)