|
2020-02-19 11:14:53, 906 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი: ახალი ინიციატივა ხელს შეუწყობს ქვევრის ღვინის პოპულარიზაციასა და პრემიუმ სეგმენტში ქართული ღვინის პოზიციების გამყარებას
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ქვევრის, როგორც გეოგრაფიული აღნიშვნის პროდუქტის დარეგისტრირების ინიციატივით გამოდის. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სამინისტროში გაიმართა პირველი სამუშაო შეხვედრა, რომელშიც სხვადასხვა სახელმწიფო უწყების და სამეცნიერო წრის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. როგორც შეხვედრაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ბოლო წლებში, ქვევრის ღვინო სულ უფრო მოთხოვნადი და პოპულარულია, რასაც 2013 წელს, „იუნესკოს“ მიერ ქვევრის ღვინის ქართული ტრადიციული მეთოდისთვის არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსის მინიჭებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. 2017 წელს, საქართველომ კიდევ ერთ დიდ წარმატებას მიაღწია - საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებამ აღიარა, რომ ღვინის სამშობლო საქართველოა. „ქართული ღვინის ცნობადობისთვის, საერთაშორისო დონეზე ქვევრის ღვინის წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენთვის, ქვევრის ღვინო განსაკუთრებული ღირებულების პროდუქტს წარმოადგენს, ამიტომ დღის წესრიგში დადგა ქვევრის, ამ კულტურული მემკვიდრეობის როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე დაცვა. გაზრდილი ინტერესის გამო, ქვევრის ღვინო საქართველოს გარდა სხვა ქვეყნებშიც იწარმოება. შესაბამისად, ჩვენი ახალი ინიციატივა ხელს შეუწყობს ქვევრის ღვინის რეპუტაციისა და პოპულარიზაციის კიდევ უფრო ზრდას, ასევე პრემიუმ სეგმენტში ქართული ღვინის პოზიციების გამყარებას“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაცია (OIV) ქართული ტრადიციული მეთოდებით დამზადებული ღვინის OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში შეტანის კუთხით მუშაობს. შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ, ქართული ქვევრის ღვინო ჩამონათვალში რიგით მერვე იქნება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვევრის ღვინის ცნობადობის ზრდისთვის. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ უახლოეს მომავალში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელშიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სამინისტროების, ასევე საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტი“, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის, ასოციაციის „ქართული ღვინო“, იყალთოს ქვევრის პირველი სკოლა-აკადემიის წარმომადგენლები და მეცნიერები შევლენ. სამუშაო ჯგუფი შეიმუშავებს ქვევრის გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციისთვის საჭირო დასაბუთებულ სპეციფიკაციებსა და აუცილებელ სამართლებრივ მექანიზმებს. ეს იქნება საქართველოში პირველი შემთხვევა, როდესაც არასასურსათო პროდუქტი დარეგისტრირდება როგორც გეოგრაფიული აღნიშვნა. ამ დრომდე, საქართველოში დარეგისტრირებულია 20-მდე გეოგრაფიული აღნიშვნა, მათ შორის, ჭაჭა, მაწონი, ჩურჩხელა, სვანური სულგუნი, გუდა და ა.შ.
საფრანგეთში არეულობის დროს დაახლოებით 1800 ადამიანი დააკავეს, ხოლო სასწრაფო დახმარების 500-ზე მეტი თანამშრომელი დაშავდა
ალბანეთში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გრძელდება, პოლიცია კი რეზინის ტყვიებს იყენებს
პაპუაშვილი - რასაც საფრანგეთში ვუყურებთ, გვახსენებს, რომ სხვის ქვეყანაში ქარის დამთესი, საკუთარში ქარიშხალს მოიმკის
პოლონეთმა სამხედრო თვითმფრინავები დასავლეთ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე აფრინდა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)