2020-02-18 10:44:44, 1123 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლა იყო
საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან, სადაც სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის წევრები საპროტესტო აქციას მართავენ, სამართალდამცავებსა და აქტივისტებს შორის შეხლა-შემოხლა იყო.
როგორც „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა, ლაშა ჩხარტიშვილმა განაცხადა, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირების მიზეზი პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებისათვის გადაადგილების შეზღუდვა გახდა.
შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ორგანოსთან სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები შენობის პიკეტირებას გეგმავენ. აქტივისტები პარლამენტთან სირცხვილის კორიდორის მოწყობას აპირებენ. როგორც ცნობილია, აქციის მონაწილეები გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატის, ირაკლი შოთაძის ამ თანამდებობაზე მოსალოდნელ დანიშვნას აპროტესტებენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,