08:53 - 11 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-17 14:39:02, 1817 ნახვა

პოლიტიკა
თინა ბოკუჩავამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, უმრავლესობის დეპუტატებს პოლიტ. პატიმრების ფლაერები დაურიგა

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ, იურიდიული საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატებს პოლიტ. პატიმრების ფლაერები დაურიგა.

როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილს სურს პოლიტ. პატიმრებით მართოს ქვეყანა, რისთვისაც ირაკლი შოთაძეს ფენერალურ პროკურორად ნიშნავს.

„ჩვენ უბრალოდ ვარიგებთ პოლიტ. პატიმრების ფლაერებს იმისთვის, რომ ყველა უმრავლესობის დეპუტატმა კიდევ ერთხელ ნახოს ივანიშვილის პირადი პოლიტ. პატიმრები. ამისთვის უნდა სწორედ ბიძინა ივანიშვილის მონა შოთაძის დანიშვნა და უნდა პოლიტ. პატიმრებით მართოს ქვეყანა. რამდენი პოლიტ. პატიმარიც არ უნდა ყავდეს ბიძინა ივანიშვილს თქვენი ხელით ბატონო შოთაძე, ჩვენ ვერ გაგვაჩერებთ და ჩვენ ვერ გაგვაჩუმებთ. ეს არიან პოლიტ. პატიმრები: გიგი უგალავა, ირაკლი ოქრუაშვილი, გიორგი რურუა, გავრილოვის პატიმრები და სხვა უამრავი პოლიტპატიმარი. შოთაძემ ძალიან კარგად უნდა იცოდეს, გასაგებია ფარცხალაძის ხელით, ბოტასების ქურდის ხელით და თქვენი გამოყენებით აპირებს, რომ პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად აქციოს ისევ პროკურატურა, მაგრამ თქვენი დანიშვნით ივანიშვილი კიდევ ერთხელ ეუბნება ხალხს, რომ საერთოდ არ აინტერესებს მათი აზრი, რადგან თქვენ სწორედ საზოგადოებრივი ზეწოლის ფონზე დატოვეთ თანამდებობა“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ. ხვალ კი ის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარდგება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დმიტრიევმა ტრამპის სიტყვებს ზელენსკის გადადგომაზე „მნიშვნელოვანი და ისტორიული“ უწოდა
ტრამპის დიზელის გარიგება პუტინს მილიარდებს მოუტანს, მაგრამ ფასებზე გავლენა შესაძლოა ნულის ტოლი იყოს, - Bild
ერ-რიადის აეროპორტზე ჰუსიტების თავდასხმის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას არ აქვს უფლება, თავს დაესხას რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და ზელენსკის გადადგომისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics