|
2020-02-20 00:08:26, 20204 ნახვა
სპორტი
რუს სპორტსმენს ანტისადოპინგო წესების დარღვევის გამო მედალი ჩამოართვეს
BBC-ის ცნობით, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ბიატლონში, რუსი ევგენი უსტიუგოვი ანტისადოპინგო წესების დარღვევის გამო დისკვალიფიცირებულია. ბიატლონისტის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებები 2010 წლის იანვრიდან 2014 წლის თებერვლამდე პერიოდს შეეხება. რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს ცნობით, უსტიუგოვს აკრძალული ანაბოლური პრეპარატის, ოკსანდროლონის გამოყენებაში ადანაშაულებენ. ახლა სპორტსმენს 21 დღე აქვს შვეიცარიაში, სპორტულ არბიტრაჟში აპელაციის შესატანად. ევგენი ისტიუგოვთან ერთად, სოჭში, ოლიმპიურ ესტაფეტაში გამარჯვება კიდევ სამმა სპორტსმენმა მოიპოვა. უსტიუგოვისთვის მედლის ჩამორთმევის შემთხვევაში, ჯილდოს სავარაუდოდ ისინიც დაკარგავენ. თუკი უსტიუგოვი დისკვალიფიკაციას ვერ გაასაჩივრებს, რუსეთი პირველ ადგილს დაკარგავს სოჭის ოლიმპიური თამაშების გუნდურ ჩათვლაში. ასეთ შემთხვევაში, პირველ ადგილს მედალთა საერთო რაოდენობით ნორვეგიის ნაკრები დაიკავებს. ახლა უსტიუგოვი უკვე აღარ ასპარეზობს – კარიერის დასრულების შემდეგ, ის რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი გახდა.
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)