|
2020-02-16 15:17:04, 1996 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მიუნხენში შეხვედრები დაასრულა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვედრები დაასრულა. ქართულმა დელეგაციამ წარმატებული შეხვედრა გამართა საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის ამერიკის შეერთებულ შტატების თავდაცვის მდივანთან მარკ ესპერთან, სადაც ის უმნიშვნელოვანესი პროექტები განიხილეს, რომელიც ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერით ხორციელდება და მნიშვნელოვნად აძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას. „შეხვედრაზე ერთხმად აღინიშნა, რომ თავდაცვის სფეროში ამერიკასთან გამორჩეული ურთიერთობა გვაქვს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მინისტრის განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს წვლილზე: „შეხვედრაზე აღვნიშნეთ ჩვენი ქვეყნის მონაწილეობის მნიშვნელობა ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში. მოვისმინეთ ძალიან ბევრი კომპლიმენტი ჩვენი ჯარისკაცების მიმართ ამერიკის თავდაცვის მდივნის მხრიდან. ყველა ერთხმად აღიარებს ჩვენი სამხედროების პროფესიონალიზმს, მათი მომზადების მაღალ დონეს, რომელიც პრაქტიკულად სრულად მოდის თანხვედრაში ნატოს სტანდარტებთან“. საერთაშორისო ფორუმის პარალელურად თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრები გამართა ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან. კანადელ, მონტენეგროელ, ლატვიელ, ბერძენ და ფინელ კოლეგებთან შედგა მნიშვნელოვანი საუბრები თავდაცვის ძალების მზადყოფნის, ნატოსთან ურთიერთთავსებადობის ამაღლების, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის, ტოტალური თავდაცვის, ჰიბრიდული საფრთხეებისა და ერთობლივი წვრთნების მნიშვნელობის შესახებ. კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ საერთაშორისო პარტნიორების და მეგობრების აქტიური მხარდაჭერა მეტად მნიშვნელოვანია საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესში. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრ ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერის სახელით, სპეციალურად თავდაცვის მინისტრებისთვის გამართულ ლანჩს დაესწრო. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხების განსახილველად მსოფლიოს წამყვანი ფორუმია. ყოველწლიურად კონფერენციაზე გადაწყვეტილების მიმღები პირები, სახელმწიფოს ლიდერები, საგარეო და თავდაცვის მინისტრები, დიპლომატები, სამხედრო ლიდერები, პარლამენტარები, ექსპერტები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები იკრიბებიან და გლობალური უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებზე მსჯელობენ.
დმიტრიევმა ტრამპის სიტყვებს ზელენსკის გადადგომაზე „მნიშვნელოვანი და ისტორიული“ უწოდა
ტრამპის დიზელის გარიგება პუტინს მილიარდებს მოუტანს, მაგრამ ფასებზე გავლენა შესაძლოა ნულის ტოლი იყოს, - Bild
ერ-რიადის აეროპორტზე ჰუსიტების თავდასხმის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას არ აქვს უფლება, თავს დაესხას რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და ზელენსკის გადადგომისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
კიევში, რუსული დაბომბვის გამო, მეტრო და ტრამვაი ერთ კვირაში მეორედ გაჩერდა
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)