18:50 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-31 11:59:04, 644 ნახვა

საზოგადოება
ბათუმელი მედიკოსები გამოცდილების გაზიარების მიზნით პოლონეთში მიემგზავრებიან

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და სილეზიის რეგიონის მთავრობების თამანშრომლობის ფარგლებში, დღეს, გამოცდილების გაზიარების მიზნით, ბათუმიდან ორი მედიკოსი, რევმატოლოგი ნერიმან ცინცაძე და იმუნოლოგი ლეილა ახვლედიანი პოლონეთში გაემგზავრებიან.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველი ექიმები სილეზიის რეგიონის წამყვან კლინიკებში გადამზადების 2 კვირიან კურსს გაივლიან, მათ ჩაუტარდებათ როგორც თეორიული ასევე, პრაქტიკული სწავლება.

მედიკოსებს გამგზავრებამდე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე და აჭარის მთავრობის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ნაყეური შეხვდნენ. 

ცნობისთვის, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და სილეზიის რეგიონს შორის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში თანამშრომლობა 2011 წელს დაიწყო. 2011–2013 წწ პოლონეთში გულის დაავადებათა ცენტრ „ზაბრზეში“ აჭარის სამედიცინო დაწესებულებებიდან სტაჟირების  კურსი გაიარა შვიდმა ექიმმა და ერთმა მედდამ. 2013 წელს პოლონეთის ონკოლოგიურ ცენტრში გაცნობითი ხასიათის ვიზიტით იმყოფებოდა აჭარის ონკოლოგიური საავადმყოფოს დირექტორი. 2014 წელს ქ. ბათუმის შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრს სტუმრობდა პოლონელი სპეციალისტი ქართველი კოლეგების გადამზადების მიზნით.

2014 წელს აჭარას ოფიციალური ვიზიტით სტუმრობდა სილეზიის რეგიონის სამთავრობო დელეგაცია, 2015 წლის დასაწყისში კი პოლონეთში საპასუხო ვიზიტით იმყოფებოდნენ აჭარის მთავრობის წევრები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა
კობახიძემ ერევანში სააკაშვილი და ოპოზიციის ალიანსი გალანძღა
ზელენსკი კობახიძესთან შეხვედრაზე - ჩვენს ქვეყნებს შორის გადაუჭრელი საკითხები მართლაც არსებობს
კობახიძე ისევ რევოლუციის მცდელობებზე საუბრობს და ევროპულ ლიდერებს ადანაშაულებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics