|
2020-02-15 14:09:38, 2580 ნახვა
პოლიტიკა
დავით ზალკალიანი: უსაფრთხო და სტაბილური შავი ზღვის რეგიონის გარეშე ევროპის უსაფრთხოება და სტაბილურობა წარმოუდგენელია
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან და კოლეგა მინისტრებთან ერთად შავი ზღვის რეგიონისადმი მიძღვნილ პანელში მიიღო მონაწილეობა. მინისტრის თქმით, შავი ზღვის რეგიონი ყოველთვის იყო ინტენსიური სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობების ადგილი და ის სულ უფრო გარდაიქმნება სხვადასხვა აქტორების მზარდი პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერაქციის მიზიდულობის ცენტრად. „რეგიონის ქვეყნების და არა მარტო, ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულების ზრდის ფონზე, უფრო მეტად არის ერთმანეთზე გადაჭდობილი ახალი შესაძლებლობები და გამოწვევები. სამწუხაროდ, გამყოფი ხაზების და გავლენათა ზონების შექმნის პოლიტიკური ინტერესი კი, ნეგატიურად აისახება რეგიონის როგორც პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ისე ხალხთაშორისი ურთიერთობების საერთო სურათზე“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა. ზალკალიანის თქმით, რუსეთის მხრიდან საქართველოს და უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულმა აგრესიამ დრამატულად შეცვალა პოლიტიკური და უსაფრთხოების ბალანსი შავი ზღვის რეგიონში და გრძელვადიან პერსპექტივაში სერიოზული საფრთხე შეუქმნა ევროპის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. შესაბამისად, მინისტრის განცხადებით, ნატოს ჩართულობა შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერების პროცესში უაღრესად მნიშვნელოვანია და საქართველო, როგორც რეგიონში მშვიდობითა და სტაბილურობით დაინტერესებული ქვეყანა, გააგრძელებს ალიანსთან მჭიდრო თანამშრომლობის გაღრმავებას ამ მიმართულებით. „2016 წლის ვარშავის სამიტზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ გაზრდილიყო ნატოს ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში, კერძოდ, შავი ზღვის რეგიონში. ეს ნიშნავს იმას, რომ ნატოში ესმით - უსაფრთხო და სტაბილური შავი ზღვის რეგიონის გარეშე წარმოუდგენელია ევროპის უსაფრთხოება და სტაბილურობა", - აღნიშნა დავით ზალკალიანმა. მინისტრის თქმით, ალიანსთან შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განზომილებაა, რომელშიც ნატოს ეგიდით მიმდინარე სხვა ოპერაციების მსგავსად, საქართველო მოქმედებს, როგორც უსაფრთხოების უზრუნველმყოფი. „საქართველოს მონაწილეობა ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში" და შავი ზღვის უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილი აჩვენებს, რომ საქართველო ყველაზე სანდო და უნარიანი პარტნიორია" , - აღნიშნა მინისტრმა. დავით ზალკალიანის თქმით, საქართველო და უკრაინა ალიანსის მნიშვნელოვანი მოკავშირეები არიან და მნიშნელოვანია, რომ ნატოს პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელებისთვის ორივე ქვეყანა მაქსიმალურად იყოს ჩართული შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში. მინისტრის აზრით, ასევე მნიშვნელოვანია ალიანსს ჰქონდეს გრძელვადიანი სტრატეგია რეგიონის მიმართ, შავი ზღვის ჩათვლით; ძალიან მნიშვნელოვანია ასევე იმ გამოწვევის წინაშე მტკიცედ და ერთად დგომა, რასაც რუსეთის მხრიდან აგრესიული ქმედებები და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უგულებელყოფა წარმოადგენს. „გამოწვევებისა და ახალი შესაძლებლობის წინაშე ეფექტიანი ქმედებისთვის, შავი ზღვის რეგიონი საჭიროებს ყოვლისმომცველ მიდგომას და ნატოსა და ევროკავშირს შორის მჭიდრო თანამშრომლობას პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური მიმართულებით. ასეთი სტრატეგიით გათვალისწინებული უნდა იყოს შავი ზღვის ქვეყნების მიღწევები ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და ასევე, უზრუნველყოფილი უნდა იყოს მეტი ჩართულობა კონფლიქტების გადაწყვეტის პროცესში, რეგიონალური პარტნიორობის შესაძლებლობების შენების და რეგიონალური და გლობალური პროექტების მხარდაჭერის პარალელურად", - აღნიშნა დავით ზალკალიანმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც მონაწილეობს 14-15 თებერვალს მიმდინარე მიუნხენის საერთაშორისო უსაფრთხოების 56-ე კონფერენციაში.
დმიტრიევმა ტრამპის სიტყვებს ზელენსკის გადადგომაზე „მნიშვნელოვანი და ისტორიული“ უწოდა
ტრამპის დიზელის გარიგება პუტინს მილიარდებს მოუტანს, მაგრამ ფასებზე გავლენა შესაძლოა ნულის ტოლი იყოს, - Bild
ერ-რიადის აეროპორტზე ჰუსიტების თავდასხმის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას არ აქვს უფლება, თავს დაესხას რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და ზელენსკის გადადგომისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
კიევში, რუსული დაბომბვის გამო, მეტრო და ტრამვაი ერთ კვირაში მეორედ გაჩერდა
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)