|
2020-02-14 20:29:07, 1814 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი - ფატუ ბენსუდა და მისი გუნდი ხედავენ პროგრესს 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების პროცესში
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორისგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ ქალბატონი პროკურორი და მისი გუნდი ხედავენ პროგრესს გამოძიებაში და ძალიან დიდი ძალისხმევის გაწევა უწევთ მის გამომძიებლებს, რათა გამოძიება კიდევ უფრო ნაყოფიერად და სწრაფი ტემპით წარიმართოს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პრემიერ-მინისტრისა და ფატუ ბენსუდას შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. ვიცე-პრემიერის შეფასებით, შეხვედრა იყო ნაყოფიერი, რომელზეც ქართულმა მხარემ პროკურორის ოფისთან თანამშრომლობის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურა. „როგორც ყოველ წელს, ახლაც, მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდა ქალბატონ ბენსუდას, რომელიც არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი და უკვე რამდენიმე წელია მიყავს გამოძიება აგვისტოს ომის საქმეზე. ქართული მხარე თანამშრომლობს მასთან, იმისათვის, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრიორიტეტები ამ საქმეზე იქნას დეტალურად გამოძიებული. ეს პრიორიტეტები ჩვენი მხარისთვის არის ქართველების ეთნიკური წმენდა აგვისტოს ომის დროს და რა თქმა უნდა ჩვენი სამხედრო ტყვეების წამება და არაერთ შემთხვევაში წამების შედეგად დამდგარი სიცოცხლის ხელყოფის ფაქტები”, - განაცხადა თეა წულუკიანმა. იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ პროკურორს გამოძიების კონკრეტულ დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა აღნიშნა, რომ გამოძიებაში არსებობს პროგრესი. „არის თუ არა მათი მხრიდან სურვილი იმისა, რომ გამოძიება კიდევ უფრო ნაყოფიერი, წარმატებული და სწრაფი იყოს, ამის სურვილი მათი მხრიდან არის. ჩვენ მხრიდან ყოველთვის მნიშვნელოვანია, ხაზი გავუსვათ , რა არის ჩვენთვის პრიორიტეტი. ქართველების ეთნიკური წმენდა და სამხედრო ტყვეების წამება და სიცოცხლის ხელყოფის ფაქტები არის მნიშვნელოვანი. მათი მხრიდან არსებობს სრული ურთიერთგაგება და ეს არის ერთ-ერთი ნიმუში წარმატებული თანამშრომლობისა. რა თქმა უნდა, ჩვენ მათ ნაცვლად საქმეს ვერ გამოვიძიებთ, მაგრამ ჩვენი ხელშეწყობა არის მნიშვნელოვანი, რომ მათ შეძლონ და აგვისტოს ომის დროს უფლებების მასობრივი დარღვევები, რაც ეთნიკურად ქართველებს ხვდათ წილად, წარმატებით და დეტალურად გამოიძიონ. საუბარი იყო იმაზე, რომ როგორც ნებისმიერი პროკურორის, მით უმეტეს დარგის სპეციალისტის მიზანია, როდესაც გამოძიებას დაასრულებს, პირველ შედეგებს დადებს და სასამართლოს წინაშე გადაგზავნის საქმეს, ის იყოს მტკიცებულებებით გამყარებული რათა პროკურორმა, როგორც ბრალდების მხარემ, მოსამართლეების წინაშე საქმის დაცვა შეძლოს. მან გაგვიზიარა, რომ მისი მიზანია, როდესაც პირველ შედეგებს დადებს, საქმე იყოს მტკიცებულებებით გამყარებული და არ არსებობდეს ეჭვი, რომ ქართველების ეთნიკურ წმენდაზე და ჩვენი სამხედროების უფლებების დარღვევებზე დარგის მოსამართლეებს რაიმე კითხვის ნიშნები გაუჩნდებათ. ეს თავიდანვე უნდა გამოირიცხოს. რა თქმა უნდა, მისი სამუშაო არის კომპლექსური და საკმაოდ მძიმე, რაშიც ჩვენ მას ხელს ვუწყობთ”, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)