|
2015-07-30 19:44:59, 621 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში დასასვენებლად მიწვეული თბილისის სტიქიით დაზარალებული ოჯახების ბავშვები არჩილ ხაბაძემ მოინახულა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, დღეს, ბათუმს, თბილისში 13 ივნისს განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების ბავშვები ეწვივნენ. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ჩასვლის პირველივე დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ბავშვებს ბანაკში ეწვია და მათი ცხოვრების პირობებით დაინტერესდა. 19 ბავშვი, რომელთა ასაკი 10-დან 15 წლამდე განისაზღვრება 8 მშობელთან ერთად ბათუმში უკვე გამოემგზავრნენ. მოზარდების აჭარაში დასვენება/რეაბილიტაციის კურსს 30 ივლისიდან 15 აგვისტომდე გაივლიან. მათთვის სარეაბილიტაციო ცენტრ „თანა“-ში ბანაკური ტიპის ცხოვრება მოეწყობა. ბავშვები თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ, თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ და აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ზურაბ თენიეშვილმა გამოაცილეს. ბავშვების უსაფრთხოდ გადაადგილების უზრუნველსაყოფად ავტობუსს დაცვის სამსახური აცილებს. წინასწარ განსაზღვრული დღის განრიგის მიხედვით მოზარდები დილას გამამხნევებელი ვარჯიშით დაიწყებენ. 15 დღის განმავლობაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა სახის კულტურულ, სპორტულ და შემეცნებით ღონისძიებებში. დაგეგმილია ექსკურსიები: ბოტანიკურ ბაღში, მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, ხელოვნების მუზეუმში და გონიოს ციხეზე. ბავშვები დაესწრებიან დელფინების შოუს, კონცერტებს - ბათუმის საზაფხულო თეატრში და ბათუმის მუსიკალური ცენტრში, გაისერნებენ ბათუმს ძველ და ახალ ბულვარში, მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში, დაათვალიერებენ ღამის ბათუმს, მაჭალმთიან აჭარას, ეწვევიან გასართობ ცენტრ „ციცინათელას”. ბავშვებს ჩაუტრდებათ ტრენინგ-სემინარები ჯანსაღი ცხოვრების წესის და მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარების შესახებ. ბავშვები უზრუნველყოფილი იქნებიან ოთხჯერადი კვებით და ყველა საჭირო საყოფაცხოვრებო პირობებით.
უკრაინელების მოკლული გენერალ-მაიორი ანტონ გრუნისი, საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს ომობდა
იემენელი ჰუსიტები მუსლიმებისთვის წმინდა ქალაქს მექას დაესხნენ თავს
SOLO-ს განსაკუთრებული შეთავაზება ისთ ფოინთის დაბადების დღეს SOLO VISA ბარათის მფლობელებს
ახალი შეთავაზება TBC-ის პლატფორმაზე - დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)