19:32 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-13 14:42:22, 15347 ნახვა

High - Tech
აშშ პლასტმასის ნარჩენებთან ტოტალურ ბრძოლას ნიუ-იორკიდან იწყებს

ნიუ-ორკის მერმა, ბილ დე ბალაზიომ, ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ერთჯერადი პლასტმასისგან დამზადებული ბოთლების გამოყენებას კრძალავს. ეს ნაბიჯი ორგანიზაციებს ერთჯერადი პლასტმასის კონტეინერებში შეფუთული ნებისმიერი სახის სასმელების შეძენასა და გაყიდვაზე უარის თქმას აიძულებს.


ახალი კანონი, ძალაში 2021 წლის 1 იანვრიდან შევა. აშშ-ის მასშტაბით ნიუ-იორკი პირველი მუნიციპალიტეტი გახდება, რომელშიც ერთჯერადი პლასტმასის ბოთლებით არა მხოლოდ წყლის, არამედ ყველა სახის სასმელის გაყიდვა აკრძალული იქნება.

პლასტმასის ნედლეულის მისაღებად ნავთობის დისტალაციის შედეგად წარმოიქმნება 2 ნივთიერება-ეთილენი და პროფილენი, შემდეგ ეს ერთ მოლეკულიანი მონომერები პოლიმერიზაციის პროცესის შედეგად მილიონობით ებმევიან ერთმანეთს და წარმოქმნიან გრძელ მოლეკულურ ჯაჭვს. პლასტიკურ ნარჩენებს ვხვდებით ყველგან, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ოკიანეებში, ზღვებში, საცხოვრებელ ზონებსა და ბუნებაში.

მსოფლიოს ბევრი ქვეყანა ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად იბრძვის, მაგრამ ერთჯერადი პლასტმასის გადამუშავება იმდენად მიზერული რაოდენობით ხდება, რომ საფრთხემ გლობალური სახე მიიღო. მსოფლიოსტვის პლასტმასის პრობლემის მასშტაბს ოდნავ რომ ჩაწვდეთ, წარმოიდგინეთ, რომ წყნარ ოკეანეში დაცურავს პლასტმასის ნარჩენებისგან შემდგერი კუნძული, რომლის საერთო ფართობი უკრაინის ფართობს აღემატება.

აშშ-ში პლასტმასისი ბოთლების წინააღმდეგ სხვადასხვა ხერხით იბრძვიან. მაგალითად, „სუპერ ბოულის“ ჩემპიონატზე, რომელიც წელიწადში ერთხელ, თებერვლის პირველ კვირა დღეს ტარდება, 50 ათასი ერთჯერადი ჭურჭელი, რომელიც ლუდისთვის და ლიქიორისთვის იყო განკუთვნილი, ალუმინის ჭიქებით ჩაანაცვლეს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics