|
2020-02-12 15:08:48, 1403 ნახვა
საზოგადოება
„თბილისი ენერჯის“ სპეციალისტები დედაქალაქის უბნებსა და საჯარო სკოლებში უსაფრთხოების კამპანიას იწყებენ
„თბილისი ენერჯის“ ხელმძღვანელებმა ჩუღურეთის რაიონში, ჩიტაიას ქუჩაზე, უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს. აღნიშნული რაიონი სტატისტიკით ერთ-ერთი ყველაზე საშიში უბანია, სადაც მოსახლეობა ხშირად თვითნებურად, კუსტარულად აერთებს ქსელზე გაზის დანადგარებს და საფრთხეს უქმნის საკუთარი ოჯახის წევრებისა და მეზობლების სიცოცხლეს. უსაფრთხოების კამპანიაში. „თბილისი ენერჯის“ ხელმძღვანელებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ, ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა, ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე ლადო გოგსაძემ და ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა. შეხვედრაზე მოსახლეობას სპეციალური საინფორმაციო სარეკომენდაციო ფლაერები დაურიგდა. „თბილისი ენერჯიმ“, უსაფრთხოების ყველა სხვა ღონისძიებასთან ერთად, საინფორმაციო სახის შეხვედრები დაიწყო დედაქალაქის სხვადასხვა უბნის მოსახლეობასთან. საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პერიოდში, როდესაც ქარის სეზონია. სიცოცხლისთვის საშიში ღია კამერიანი, აკრძალული დანადგარების სახლში მონტაჟის შემთხვევაში კი ქარიანი ამინდი ბინაში CO-ს დაგროვების საფრთხეს მინიმუმ 10-ჯერ ზრდის. აქედან გამომდინარე, „თბილისი ენერჯის“ ხელმძღვანელობა, კომპანიის გაზის სპეციალისტებთან ერთად, უშუალოდ ხვდება სხვადასხვა უბნის მოსახლეობას და პირადად ესაუბრება აბონენტებს გაზის უსაფრთხო მოხმარების საკითხებზე. პარალელურად, პირველად, „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტები საჯარო სკოლებში უფროსკლასელებისთვის უსაფრთხოების თემაზე მასტერკლასებს ჩაატარებენ.
პოლონეთმა სამხედრო თვითმფრინავები დასავლეთ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე აფრინდა
ტრამპმა ევროპას შესთავაზა, რუსული გაზის შესყიდვას დაუბრუნდეს
ფრანსუა ოლანდმა საფრანგეთის ხელისუფლებას მოუწოდა, ახალგაზრდებთან და პროფკავშირებთან მოლაპარაკებები დაიწყოს
ჩხუბისას თბილისში ორი პირი დაჭრეს- პოლიციამ სამი პირი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)