06:48 - 11 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-11 12:56:05, 1346 ნახვა

პოლიტიკა
ბაქრაძე „ქართულ ოცნებას“ - ნებისმიერ არჩევნებზე ჩვენ თქვენ მოგიგებთ და გაგიშვებთ პოლიტიკურ მოუსვლელში

„მინდა მკაფიოდ ვუთხრა „ქართულ ოცნებას“, რომ ნებისმიერ არჩევნებზე, ჩვენ თქვენ მოგიგებთ და გაგიშვებთ პოლიტიკურ მოუსვლელში“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ახლა მათი ამოცანა ხელისუფლების მშვიდობიანი გზით ჩამოშორებაა, რისთვისაც დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებთან კოორდინაციაა საჭირო.

„დღეს შეიქმნა სიტუაცია, როდესაც „ქართული ოცნება“ საქართველოს შიგნით არის მთლიანად იზოლირებული და არ არსებობს არც ერთი ოპოზიციური პარტია, რომელიც მხარს უჭერს ხელისუფლებას.

ამ სიტუაციაში, რა თქმა უნდა, ჩვენი ამოცანა იქნება ბოლომდე მივიყვანოთ ეს პროცესი, დავრჩეთ ბოლომდე კოორდინაციაში დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებთან და შეთანხმებული მოქმედებებით, მათ შორის შეთანხმებული მაჟორიტარული კანდიდატებით, უზრუნველვყოთ საარჩევნო და მშვიდობიანი გზით ამ ხელისუფლების უსწრაფესი ჩამოშორება.

ჩვენ ვიქნებით ძალიან მჭიდრო კოორდინაციაში დანარჩენ ოპოზიციასთან. ჩვენი ამოცანა არის, რომ ერთიანი ოპოზიციური ფრონტით დავამარცხოთ „ქართული ოცნება“ და აუცილებლად მინდა, მკაფიოდ ვუთხრა „ქართულ ოცნებას“ , რომ ნებისმიერ საარჩევნო სისტემაში და ნებისმიერ არჩევნებზე, რიგგარეშე თუ დაგეგმილში, ჩვენ თქვენ მოგიგებთ და გაგიშვებთ პოლიტიკურ მოუსვლელში“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დმიტრიევმა ტრამპის სიტყვებს ზელენსკის გადადგომაზე „მნიშვნელოვანი და ისტორიული“ უწოდა
ტრამპის დიზელის გარიგება პუტინს მილიარდებს მოუტანს, მაგრამ ფასებზე გავლენა შესაძლოა ნულის ტოლი იყოს, - Bild
ერ-რიადის აეროპორტზე ჰუსიტების თავდასხმის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას არ აქვს უფლება, თავს დაესხას რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და ზელენსკის გადადგომისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics